Georgia in Switzerland

Georgia in Switzerland Kontaktinformationen, Karte und Wegbeschreibungen, Kontaktformulare, Öffnungszeiten, Dienstleistungen, Bewertungen, Fotos, Videos und Ankündigungen von Georgia in Switzerland, Konsulat und Botschaft, Seftigenstrasse 7, Bern.

Welcome to the official page of the Embassy of Georgia to the Swiss Confederation and the Principality of Liechtenstein.

გადაუდებელი დახმარებისათვის დაუკავშირდით საკონსულოს / ცხელ ხაზს: +41 31 351 58 61.

GEO / ENG 🇬🇪 2026 წლის 28 მაისს, ბერნში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძი...
01/06/2026

GEO / ENG

🇬🇪 2026 წლის 28 მაისს, ბერნში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ შვეიცარიის ფედერალური უწყებების, შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, შოთა გეწაძემ სიტყვით მიმართა.

საზეიმო მიღებაზე შესრულდა საქართველოს, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის ჰიმნები, ასევე ქართული მუსიკის გამორჩეული კომპოზიციები.

🇬🇪 On May 28, 2026, the Embassy of Georgia to the Swiss Confederation and the Principality of Liechtenstein hosted an official reception in Bern to celebrate Independence Day of Georgia.

The event brought together representatives of Swiss federal institutions, members of the diplomatic corps accredited in Swiss Confederation and representatives of the Georgian diaspora. The invited guests were addressed by the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia, H.E. S***a Getsadze.

During the reception, the national anthems of Georgia, the Swiss Confederation, and the Principality of Liechtenstein were performed, followed by a selection of distinguished Georgian musical compositions.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
29/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://switzerland.mfa.gov.ge/news/148643-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026
GEO/ENG 2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე სიტყვით გამოვიდა ქალაქ ბერნში, ჟენევის ნეიტრალიტეტის ცენტრის მიე...
14/05/2026

GEO/ENG

2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე სიტყვით გამოვიდა ქალაქ ბერნში, ჟენევის ნეიტრალიტეტის ცენტრის მიერ გამართულ კონფერენციაზე.

კონფერენციაზე განხილული იქნა მიმდინარე აქტუალური თემები, მათ შორის, ნეიტრალიტეტის გაგება დღევანდელ საერთაშორისო გარემოში, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რეგიონში არსებული ვითარება, კონფლიქტები.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ასევე ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

On May 6, 2026, the Ambassador of Georgia, S***a Getsadze, delivered remarks at a conference organized by the Geneva Centre for Neutrality in Bern.

The conference addressed a range of timely and relevant issues, including the understanding of neutrality in today’s international environment, energy security, regional developments, and ongoing conflicts.

In his speech, the Georgian Ambassador highlighted the key priorities of Georgia’s domestic and foreign policy, as well as the country’s economic development trends.

The event brought together representatives of the diplomatic corps and academic circles, along with defense policy experts and other invited guests.

GEO/ENGსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილე...
04/05/2026

GEO/ENG

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia participated in a roundtable discussion on Strengthening Connectivity and Economic Security within the framework of the 8th Summit of the European Political Community (EPC).

In his remarks, the Head of Government underscored Georgia's distinctive role in enhancing connectivity and highlighted major infrastructure projects undertaken by the government to support this function, including the Baku-Tbilisi-Kars (BTK) railway, the development of modern highways and the Anaklia Deep Sea Port.

Irakli Kobakhidze also emphasized the importance of diversifying transport and energy routes, referring in this context to the strategic significance of the Southern Gas Corridor and the Black Sea Submarine Cable Project.

The Prime Minister reaffirmed Georgia's readiness to continue close cooperation with partners and noted that strong connectivity is one of the key prerequisites for long-term stability.

The discussion was co-chaired by Andrej Plenković, Prime Minister of Croatia and Jonas Gahr Støre, Prime Minister of Norway. Participants included Mark Carney, Prime Minister of Canada; Bart De Wever, Prime Minister of Belgium; Ursula von der Leyen, President of the European Commission; Gordana Siljanovska-Davkova, President of North Macedonia; Robert Fico, Prime Minister of Slovakia and tFeridun Sinirlioğlu, Secretary General of the Organization for Security and Cooperation in Europe (OSCE).

https://www.facebook.com/share/p/18cwc5HYuH/?mibextid=wwXIfr

GEO/ENGსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სამ...
04/05/2026

GEO/ENG

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia is participating in the 8th Summit of the European Political Community (EPC).

The leaders attending the summit are being hosted in Yerevan by Nikol Pashinyan, Prime Minister of the Republic of Armenia.

Today, the Head of Government of Georgia will address European leaders during a roundtable discussion, the main theme of which is strengthening connectivity and economic security.

According to Irakli Kobakhidze, the summit will also be used for bilateral meetings and in his speech particular attention will be paid to the special role of Georgia for Europe in terms of connectivity.

"We connect seven countries to the Black Sea and - consequently - to the West in economic and trade terms and - naturally - we will actively discuss this. Georgia holds great significance for Europe from a connectivity perspective," stated Irakli Kobakhidze.

The Prime Minister of Georgia attended the plenary session of the summit, which was opened by the host country's Prime Minister Nikol Pashinyan and the President of the European Council, António Costa.

The leaders participating in the summit took a joint family photo.

https://www.facebook.com/share/p/17DvwUtrAH/?mibextid=wwXIfr

GEO/ENG2026 წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე ქალაქ ბერნის მერს, მარიეკე კრუიტს შეხვდა.შეხვედრაზე განხილულ იქნა...
04/05/2026

GEO/ENG

2026 წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩი შოთა გეწაძე ქალაქ ბერნის მერს, მარიეკე კრუიტს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ბერნის და თბილისის მერიებს შორის თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა.

On May 4, 2026 the Ambassador of Georgia, S***a Getsadze met with the Mayor of Bern, Marieke Kruit.

During the meeting, the parties discussed current issues related to cooperation between the two countries. Particular emphasis was placed on collaboration between the municipalities of Bern and Tbilisi across various sectors.

Both sides expressed their readiness to further strengthen and expand existing cooperation.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, შოთა გეწაძის ინეტვიუ ბერნში მცხოვრები საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერ...
27/04/2026

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, შოთა გეწაძის ინეტვიუ ბერნში მცხოვრები საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერ პლატფორმა -"International Bern Welcome Desk"-თან.

H.E. Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia, S***a Getsadze in an Interview with the "International Bern Welcome Desk" - a platform supporting the international community in Bern.

Ambassador Getsadzepromotes active cultural diplomacy. Read his full portrait now!

Adresse

Seftigenstrasse 7
Bern
3007

Öffnungszeiten

Montag 09:00 - 18:00
Dienstag 09:00 - 18:00
Mittwoch 09:00 - 18:00
Donnerstag 09:00 - 18:00
Freitag 09:00 - 18:00

Telefon

+41313515855

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von Georgia in Switzerland erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Die Organisation Kontaktieren

Nachricht an Georgia in Switzerland senden:

Teilen