29/05/2026
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხარაგაულის მერიის ინიციატივით, კულტურისა და დასვენების პარკში პატარებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება!
ბავშვებს გრანდიოზული შოუ-პროგრამა ელოდებათ. მათ გაართობენ საყვარელი ანიმაციური გმირები, გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ჩატარდება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
პატარებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზებიც მზადდება - ისინი შეხვდებიან იმ გმირებს, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ!
ღონისძიება ხორციელდება ხარაგაულის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებითა და ხარაგაულის სათნოების სახლის მხარდაჭერით.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი
თარიღი: 1 ივნისი - 13:00 საათი.