Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium

Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium Institution promoting relations between Georgia and the Kingdom of Belgium

"Be a Young Ambassador of Your Country" is an innovative program developed by The Office of the State Minister of Georgia for Diaspora Issues together with the Ministry of Foreign Affairs of Georgia. For the year 2016 Iana Maisuradze has been selected as a Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium. The mission of the project is the following:
• To develop relations between young Georgi

ans living in Belgium and representatives of Georgian diaspora
• To create the network of young Georgians and foreigners
• To provide information about economy, education, culture, history, sports, youth policy and other directions of our country. State Minister and the Georgian embassies in a close cooperation with diaspora organizations will help the young ambassadors in their host countries to implement the activities within the project.

2016 წელს, ბელგიაში ხორციელდება პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი.“ საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიაში სამეფოში გახდა იანა მაისურაძე.
პროექტს უხელმძღვანელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.
პროექტის მიზანია:
• საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განვითარება.
• საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა.
• საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ისტორიის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკის და სხვა მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს საელჩოებთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ელჩებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში, განახორციელონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები დიასპორულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში.

19/11/2024
🔹 მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, კარნეგი ევროპის ცენტრში, ქალაქ ბრიუსელში, გაიმართა დისკუსია თემაზე "გეოეკონომიკური ცვლილებე...
13/11/2024

🔹 მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, კარნეგი ევროპის ცენტრში, ქალაქ ბრიუსელში, გაიმართა დისკუსია თემაზე "გეოეკონომიკური ცვლილებების მართვა სამხრეთ კავკასიაში".

🇬🇪🇧🇪 ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, დაჩი ჯიხვაძე.

🔹 შეხვედრაზე გამართულ დებატებზე განხილულ იქნა რეგიონის გეოპოლიტიკური მომავალი და გეოეკონომიკური დინამიკა.
საუბარი შეეხო ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას რეგიონთან, რომელიც წარმოადგენს კრიტიკულ სავაჭრო და სატრანზიტო კვანძს.

სპიკერებს შორის იყვნენ ევროპა კარნეგის ბოლო ორი პუბლიკაციის ავტორი:

თინათინ ახვლედიანი - ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი
და ჯოდი ლაპორტი - ლინკოლნის კოლეჯის, (ოქსფორდის უნივერსიტეტი) გონტიკას სტიპენდიანტი პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.

ლოურენს ბროერსი, Chatham House-ის ასოცირებული თანამშრომელი.

თომას დე ვაალი - Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარი, სპეციალიზირებული აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, აღნიშნული დებატების მოდერატორი.

🔹 საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა პირად საუბარში ევროატლანტიკური არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მიმართ ერთგულება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

English version below ⤵️🔸 მიმდინარე წლის 7 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, დაჩი ჯიხვაძე და ბელგია...
08/11/2024

English version below ⤵️

🔸 მიმდინარე წლის 7 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, დაჩი ჯიხვაძე და ბელგიაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები Diocése de Belgique et de Pays-Bas - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ესტუმრნენ.

🇬🇪 გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ქართველ ახალგაზრდებსა და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოს, არქიმანდრიტ დოსითეოსს შორის.

🔹საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მანდატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე არქიმანდრიტი დოსითეოსი ქართველ ახალგაზრდებს ესაუბრა მართლმადიდებლური რელიგიის და ქართული ეკლესიის როლის მნიშვნელობაზე ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და განვლილი გზა.
ასევე ადგილი ჰქონდა სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობას, აღინიშნა ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სწავლებისა და ცხოვრების პერიოდში სტუდენტებთან მუდმივი კავშირი და მათი მხარდაჭერა.

🔸 On the 7th of November of 2024, Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium, Dachi Jikhvadze along with members of Georgian youth living in Belgium visited Diocese of the Netherlands and Belgium.

🇬🇪 This introductory meeting brought together Georgian youth and the Bishop of the Diocese of Belgium and the Netherlands, Archimandrite Dositheos. Within the framework of the Georgian Young Ambassador’s mandate, Archimandrite Dositheos shared insights on the significance of the Orthodox religion and the role of the Georgian Church in the country’s foreign policy and social life. He also shared his own experiences and life journey.

The meeting included discussions on future prospects, highlighting the importance of maintaining strong connections and supporting students during their studies and lives abroad.

05/11/2024
English version below ⤵️🔷 23 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, დაჩი ჯიხვაძე შეხვდა საქართველოს ელჩ...
23/10/2024

English version below ⤵️

🔷 23 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, დაჩი ჯიხვაძე შეხვდა საქართველოს ელჩს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში (ევროკავშირში ქართული მისიის ხელმძღვანელს) ბატონ ვახტანგ მახარობლიშვილს. შეხვედრა შედგა საქართველოს საელჩოში ქ.ბრიუსელში.

🇬🇪 შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალგაზრდა ელჩის მანდატის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ასევე ხაზი გაესვა საელჩოს ჩართულობასა და მხარდაჭერას აღნიშნული ღონისძიებების სისრულეში მოყვანისათვის.

ENG/🇬🇧

🔷 On 23rd of October, Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium, Dachi Jikhvadze conducted a meeting with the Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium and the Grand Duchy of Luxembourg (Head of Georgian Mission to the EU) Mr. Vakhtang Makharoblishvili. The meeting took place in the Georgian embassy in the city of Brussels.

🇬🇪 Two parties discussed the events planned within the Young Ambassador’s mandate and the Embassy’s cooperation and support in the implementation of these initiatives.

23/10/2024

არჩევნები 2024

📣 ძვირფასო თანამემამულენო!

📌 გაცნობებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის მსურველთათვის, საქართველოს საელჩოში საარჩევნო უბანი გახსნილი იქნება ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე.

📍 არჩევნები გაიმართება საქართველოს საელჩოს შენობაში, მისამართი: Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Brussels.

📌 ამომრჩევლის იდენტიფიცირების მიზნით, გთხოვთ, თან იქონიოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის ელექტრონული მოწმობა).

🔗 ამასთან, საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემების წინასწარ გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბმულით: https://voters.cec.gov.ge/

10/10/2024

არჩევნები 2024

📣 ძვირფასო თანამემამულენო!

📌 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 7 ოქტომბრის 18 საათზე (ბელგიის დროით), დასრულდა საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვისა და საარჩევნო რეგისტრაციის განაცხადების მიღება/განხილვა.

📍 არჩევნები გაიმართება საქართველოს საელჩოს შენობაში, მისამართი: Rue Père Eudore Devroye 245, 1150 Brussels, 26 ოქტომბერს დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათის ჩათვლით.

🔗 გთხოვთ, არჩევნებზე გამოცხადებამდე, https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry - ამ ბმულის მეშვეობით გადაამოწმოთ თქვენი საარჩევნო სტატუსი (უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი და გვარი, ქართული ტრანსლიტერაციით).

📌 არჩევნებში მონაწილეობას შეძლებთ, თუ თქვენი სტატუსი აქტიურია და არჩევნებზე გამოცხადდებით საქართველოს მოქმედი პასპორტით, ან პირადობის ელექტრონული მოწმობით (აღნიშნული დოკუმენტების ასლებით და/ან ფოტოებით ხმის მიცემა არ არის ნებადართული).

14/12/2023

🇬🇪🇪🇺ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

🔹აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირში გაწევრიანებამდე!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე

📣 ჩვენთვის პატივია, რომ მისი უდიდებულესობა, ბელგიის დედოფალი მატილდა ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში, ...
13/12/2023

📣 ჩვენთვის პატივია, რომ მისი უდიდებულესობა, ბელგიის დედოფალი მატილდა ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში, ევროპალია-საქართველოს ფარგლებში მიმდინარე გამოფენას - “საქართველო: შეხვედრების ადგილი” ეწვია.

📣 Honoured with the visit of Her Majesty the Queen to the ongoing exhibition - "Georgia: A Story of Encounters", representing a unique collection of Georgian national heritage.

11/12/2023
🔷 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ქართველი ხელოვანები ბელგიაში”. ფილმი გადაღებულია ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგ...
08/12/2023

🔷 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ქართველი ხელოვანები ბელგიაში”.
ფილმი გადაღებულია ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მანდატის ფარგლებში.

🇬🇪 🇧🇪 A short documentary film “Georgian Artists in Belgium”
The film was initiated and shot under the mandate of the Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium.

A short film "Georgian Artists in Belgium" was shot by the initiative of the Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium,

Adres

Brussels
1000

Openingstijden

Maandag 09:00 - 17:00
Dinsdag 09:00 - 17:00
Woensdag 09:00 - 17:00
Donderdag 09:00 - 17:00
Vrijdag 09:00 - 17:00

Meldingen

Wees de eerste die het weet en laat ons u een e-mail sturen wanneer Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium nieuws en promoties plaatst. Uw e-mailadres wordt niet voor andere doeleinden gebruikt en u kunt zich op elk gewenst moment afmelden.

Contact De Organisatie

Stuur een bericht naar Young Ambassador of Georgia to the Kingdom of Belgium:

Delen