27/04/2018
🇬🇪 🇬🇷 2018 წლის 21 აპრილს, 19:00 საათზე, ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "კავკასია" (დაარსდა 2000 წ.) მონაწილეობა მიიღო ქ. ელევსინას მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ცეკვის IV საერთშორისო ფესტივალში, რომელიც მიეძღვნა UNESCO-ს მიერ დაარსებულ "ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღისადმი".
ფესტივალი სპორტის დახურულ დარბაზში გაიმართა, რომელსაც 1000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.
მონაწილეობდნენ: ქ. ელევსინას ცეკვის მრავალრიცხოვანი ანსამბლები და სასწავლო სტუდიები, მათ შორის, თერაპიული დანიშნულების - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
უცხოელთაგან ცეკვის ამ დიდ ზეიმზე მიწვეული იყო სამი ქვეყანა: ეგვიპტე, საქართველო და სომხეთი.
"კავკასიამ" ფესტივალზე ყველაზე დიდი პროგრამა წარმოადგინა: "ოსური", "სამაია" (9 სოლისტით) და ახალი დადმა - "ჯუთა".
ქართული ცეკვის ხიბლმა, შესანიშნავმა ქორეოგრაფიებმა და თავად, ათენში გაზრდილ-დაბადებული ჩვენი მოცეკვავეების არაჩვეულებრივმა შესრულებამ, დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა; და ბოლოს, აღიარებამაც არ დააყოვნა - "კავკასია" ფესტივალის ლაურეატი გახდა და შემდეგ ზეიმზე საპატიო დაპატიჟებაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ უძველეს ქალაქ ელევსინას, რომელიც ანტიკურობაში თავისი ცნობილი მიწათმოქმედების ქალღმერთ დიმიტრას კულტითა და მასთან დაკავშირებული "ელევსინას მისტერიებით" იყო განთქმული, პატივი ერგო წილად, 2021 წელს გახდეს "ევროპის კულტურული დედაქალაქი".
✅ ანსამბლ "კავკასიასა" და მისი სასწავლო სტუდიის ქორეოგრაფები: ეკა გიგოლაშვილი-მაცკარი & შოთა ცქვიტიშვილი.
☎ ინფორმაცია: 2107211226, 6993720503, 6999640412, 6994079733