V I C I • ვ ი ც ი

V I C I • ვ ი ც ი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from V I C I • ვ ი ც ი, Notary public, New York, NY.

📍
09/07/2026

📍

❗️პოსტში იხილავთ მხარდაჭერის სხვადასხვა გზას, რომლებიც უფასოა და ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.🇬🇪 სქართველი ემიგრანტი ქალები იმსახურებენ ძალადობისგან თავისუფალ ცხოვრებას.დაიმახსოვრეთ:სიყვარული არ უნდა ნიშნავდეს შიშს.ოჯახი არ უნდა ნიშნავდეს კონტროლს.ერთგულება არაა ძალადობის ატანა.ყველაფერი კარგად იქნება!

📌ქალთა მიმართ და გენდერული ნიშნით ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, სექსუალური,ფსიქოლოგიური, ემოციური, ფინანსური ან ტექნოლოგიური კონტროლი. ეს შეიძლება ნიშნავდეს ფულზე წვდომის შეზღუდვას, მუშაობის აკრძალვას, მეგობრებისა და ოჯახისგან იზოლაციას, ტელეფონისა და სოციალური ქსელების კონტროლს, თვალთვალს, მუქარას, სექსუალურ ზეწოლას ან მუდმივ შიშში ცხოვრებას.

📌ნიუ იორკის შტატში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მიიღოს 24 საათიანი კონფიდენციალური დახმარება, მათ შორის იურიდიული მხარდაჭერა, გადაუდებელი თავშესაფარი, სასამართლოსა და საავადმყოფოში თანმხლები მხარდაჭერა 📞 NYS Domestic and Sexual Violence Hotline 800 942 6906💬 ტექსტი: 844 997 2121

📩 დახმარება ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე. ტელეფონზე შეგიძლიათ მოითხოვოთ ქართული თარჯიმანი. თუ ქართულენოვანი სპეციალისტი იმ მომენტში არ არის ხელმისაწვდომი, რუსული ენა ოფიციალურად ხელმისაწვდომ ენებს შორისაა. ასევე არსებობს ონლაინ ჩატი. ოფიციალური წყარო მას AI ჩატად არ აღწერს(აირჩევთ ქართულს და მისწერთ, ბევრი გრმაატიკული შეცდომა აქვთ და უკვე მივწერე რომ ჩაასწორონ) არსებობს უფასო და კონფიდენციალური ორგანიზაციები (მაგალითად, National Domestic Violence Hotline: 1-800-799-SAFE ან ტექსტი "START" 88788-ზე), რომლებიც გეხმარებიან უსაფრთხოების გეგმის (Safety Plan) შედგენაში.

ასევე - იხილეთ ეროვნული ოჯახური ძალადობის ცხელი ხაზი, RAINN და ნიუ იორკის სპეციალიზებული სერვისები.
📞 National Domestic Violence Hotline: 800 799 7233
📞 NYS Hotline: 800 942 6906💬 Text: 844 997 2121
თუ საფრთხე დაუყოვნებელია, დარეკეთ 911.

პოსტს თან დავურთავ დამატებით სხვადასხვა სერვისებს და მათ ოფოციალურ წყაროებს. (კომენტარში)
New York State Office for the Prevention of Domestic Violence
NYS ინფორმაცია გენდერული ძალადობის შესახებ
NYS ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ
NYS უფლებები და დაცვის შესაძლებლობები
National Domestic Violence Hotline
📩 თუ ცხოვრობთ აშშ ში და გჭირდებათ მხარდაჭერა იმიგრაციის პროცესში, თავშესაფრის საქმეზე, სასამართლოსთვის მომზადებაში ან ფსიქოსოციალური დოკუმენტაციის მიმართულებით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ .+1 646-702-3029 კონსტანტინე! ტრავმაზე ინფორმირებული LGBTQI+ და გენდერული ნიშნით ძალადობის ფსიქოსოციალური სპეციალისტი ა.შ.შ -ში #გენდერულიძალადობა #ფსიქოლოგია #სერვისები

08/22/2026

მისამართის განახლება/ცვლილება როგორ შევატყობინოთ ცვლილება სახელმწიფო უწყებებს?
📬 თუ შეიცვალე საცხოვრებელი მისამართი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
აშშ-ში ბევრი სახელმწიფო უწყება ითხოვს, რომ ახალი მისამართი დროულად შეატყობინო, განსაკუთრებით:

🔹 USCIS-ს (საიმიგრაციო სამსახურს) ფორმა AR-11 შეიძლება ონლაინაც შეავსო uscis.gov/addresschange

ეს აუცილებელია, თუ გაქვს მოქმედი საიმიგრაციო განაცხადი ან ბარათი.

🔹 IRS-ს (საგადასახადო სამსახურს) ფორმა 8822 უნდა გაგზავნო ფოსტით, ან შეგიძლია ახალი მისამართი მიუთითო შემდეგი საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას.

📅 რეკომენდებულია ცვლილების შეტყობინება 10 დღის განმავლობაში, რათა არ გამოტოვო მნიშვნელოვანი წერილები ან შეტყობინებები.

💡 გაითვალისწინე:
თუ რამდენიმე სააგენტოში გაქვს აქტიური საქმე (მაგალითად, USCIS, Social Security, ან Medicaid), საჭიროა თითოეულს ცალ-ცალკე აცნობო ახალი მისამართი.

👉 Vici Team LLC დაგეხმარება ამ ფორმების შევსებაში, დოკუმენტების ფორმატირებასა და ინფორმაციის გადამოწმებაში, რომ ყველაფერი სწორად და დროულად წარადგინო.
VICI Team LLC
📞 929 664 1050 | 929 745 5218
✉️ [email protected]

📄 ეს პოსტი შემუშავებულია და ეკუთვნის Vici Team LLC-ს ნებისმიერი სახით პოსტის გამოყენება თნხმობის გარეშე ითვლება ინტელექტუალური საკუთღების დარღევად.

👌📍
08/22/2026

👌📍

📜💡 ამ ერთმა წერილმა შეიძლება განსაზღვროს შენი მომავალი.

🇺🇸🇬🇪ხშირად გვგონია, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ დოკუმენტებზე, იურისტებზე და ფორმებზე. მაგრამ სინამდვილეში, წარმატებას იღებენ ისინი, ვინც აჩვენებენ, რომ არიან საზოგადოების აქტიური და სასარგებლო წევრები.
დღეს ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს შენი ბედი, არის „კარგი რეპუტაციის“ ან რეკომენდაციის წერილი, რომელიც დაწერილია სანდო ამერიკული ორგანიზაციის მიერ.

💼 რას ნიშნავს „კარგი რეპუტაციის წერილი“?

ეს არის ოფიციალური წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ შენ ხარ ადამიანი, ვინც პასუხისმგებლობით, პატივისცემით და ჩართულობით ცხოვრობს ამ ქვეყანაში.ეს დოკუმენტი არ იწერება უბრალოდ სიტყვებით — ის აჩვენებს შენს რეალურ ქმედებებს და ქცევებს.

მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ასეთ წერილში უნდა იყოს:
✅ შენი სახელი და მონაწილეობის სტატუსი ორგანიზაციაში;
✅ აღწერა, რა საქმიანობა ან მოხალისეობა გაგიკეთებია (დახმარება, ლგბტქი+ თემის მხარდაჭერა, ღონისძიებების ორგანიზება, სოციალური პროექტები);
✅ შენს პიროვნულ თვისებებზე — სანდოობა, შრომისმოყვარეობა, გუნდურობა;
✅ ოფიციალური ბეჭედი, ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია იმ ორგანიზაციის, ვინც წერილს გასცემს.

ეს წერილი ამბობს ყველაზე მთავარს:
🗣️ „მე არ ვარ უბრალოდ მიგრანტი — მე ვარ ამერიკელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.“

⚖️ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი?

როდესაც სასამართლო, საიმიგრაციო ოფიცერი, ან დამსაქმებელი კითხულობს შენს საქმეს, ისინი პირველ რიგში ეძებენ არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ შენს ადამიანურ სახეს — ხარ თუ არა სანდო, პასუხისმგებელი და კეთილსინდისიერი.

📍 საიმიგრაციო საქმეებში — ეს წერილი აჩვენებს, რომ შენ ხარ ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის კეთილდღეობაში მონაწილეობს.
📍 სასამართლოში — აძლიერებს შენს სანდოობასა და მორალურ მტკიცებულებას.
📍 დასაქმებისას — აჩვენებს, რომ შენზე დადებითად საუბრობს ოფიციალური ამერიკული ინსტიტუცია.

სანდო ორგანიზაციისგან მიღებული რეკომენდაციის წერილი ხშირად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი, როცა შენი მომავალი უნდა გადაწყდეს.

🏛️ როგორი უნდა იყოს წერილი?

მკაფიო, პროფესიონალური და ოფიციალური ფორმით შედგენილი:
📄 დაწერილი ორგანიზაციის ბლანკზე (ლოგოთი და მისამართით);
💬 აღწერილი შენი საქმიანობა და შრომა კონკრეტული მაგალითებით;
📅 მითითებული მონაწილეობის თარიღები;
💪 ხასიათდება შენი საქმისადმი დამოკიდებულება, კეთილგანწყობა, პასუხისმგებლობა;
🔏 ხელმოწერილი ხელმძღვანელის ან კოორდინატორის მიერ.

ეს არ არის საჩუქარი — ეს არის შენი დამსახურება, შენი შრომის და ნდობის აღიარება.

🌈 როგორ გეხმარება VICI TEAM

ბევრი ადამიანი კარგავს შანსს მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, საიდან დაიწყოს.
სწორედ ამიტომ არსებობს VICI TEAM — გუნდი, რომელიც დაგეხმარება ყველაფერში, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ჩვენ დაგეხმარებით:
🤝 იპოვო სანდო ამერიკული ორგანიზაციები, სადაც შეძლებ მოხალისეობას;
🌍 ჩაერთო სოციალურ და საზოგადოებრივ პროექტებში;
🗂️ მიიღო ოფიციალური რეკომენდაციის წერილი;
📩 შეაგროვო მონაწილეობისა და ჩართულობის დადასტურებები.

ჩვენ გაკავშირებთ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ლგბტქი+ თემაზე, მიგრანტთა მხარდაჭერაზე, სოციალურ პროგრამებზე, საზოგადოებრივ სერვისებზე და სხვა მიმართულებებზე.

💡ეს არის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ შენ ხარ არა უბრალოდ ადამიანი, ვინც დახმარებას ითხოვს — არამედ ადამიანი, ვინც ამ ქვეყანასაც ეხმარება.

🎯 არ დაელოდო ინტერვიუს ან სასამართლოს თარიღს— დაიწყე დღეს!
აჩვენე შენი კეთილი საქმეები, შენი ძალა და შენი ღირებულებები.დაუმტკიცე და აჩვენე ყველას რა შეგიძლია

🔥 VICI TEAM — პროფესიონალები შენს მხარეს 🔥
💼 მხარდაჭერა | 🌍 ცნობიერება | 🏛️ განვითარება
⚠️ Vici Team LLC არ არის იურიდიული ფირმა და არ აძლევს იურიდიულ რჩევებს. ჩვენ გთავაზობთ ადმინისტრაციულ, დოკუმენტაციისა და თარგმანთან დაკავშირებულ დახმარებას.
📩 დაგვიკავშირდი
VICI Team LLC ✉️ [email protected]
📞 929 664 1050
📞 929 745 5218
📞 646 702 0329

08/22/2026

🔴ზოგჯერ ყველაზე ძლიერი ტკივილიც კი უხილავი რჩება, როდესაც არ არსებობს სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია მისი გავლენა ზუსტად, ეთიკურად და პროფესიულად აღწეროს.

VICI Team LLC-ის გუნდის წევრი, კონსტანტინე ს
ვიდეოში გვიზიარებს თავის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება გადატანილი ტრავმის გავლენა სათანადოდ ვერ აისახოს საიმიგრაციო საქმის მტკიცებულებებში და რა მნიშვნელობა აქვს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის ჩართულობას.

🇬🇪VICI Team მრავალპროფილური გუნდია და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ჩვენი საქმიანობის ძირითად სფეროებს შორისაა ტრავმაზე ინფორმირებული ფსიქოსოციალური და ბიოფსიქოსოციალური შეფასება, პროფესიული დოკუმენტირება, ლგბტქი+ იდენტობასთან დაკავშირებული დევნისა და ძალადობის შემთხვევები, გენდერულად განპირობებული და ოჯახში ძალადობა, მიგრაციული სტრესი, დისკრიმინაცია, სოციალური სტიგმა და დაბრუნების შიში.

ჩვენი მუშაობა ეფუძნება მაღალ პროფესიულ ხარისხს, ემპათიას, პატივისცემას, კულტურული კონტექსტის გააზრებას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და თითოეული ადამიანის გამოცდილების პროფესიულად დოკუმენტურებას.

📌არც ერთი შეფასება არ განსაზღვრავს საიმიგრაციო საქმის საბოლოო შედეგს, თუმცა პროფესიულად მომზადებულ დოკუმენტაციას შეუძლია მნიშვნელოვანი კონტექსტი შესძინოს მტკიცებულებების საერთო სურათს.

📍ჩვენი მომსახურებების შესახებ დამატებით ინფორმაციას იხილავთ გვერდის მთავარ, აპინულ პოსტში.გისურვებთ თქვენი საქმეების სამართლიან და წარმატებულ დასრულებას და ისეთი პროფესიონალების პოვნას, რომლებიც თქვენს გამოცდილებას ცოდნით, პასუხისმგებლობითა და ადამიანური გაგებით მოეკიდებიან.

🗓️20 ივლისს.📢სპეციალისტები საუბრობენ! ემიგრანტი ქალები, ტოქსიკური ურთიერთობები და უსაფრთხოებისკენ გადადგმული პირველი პრა...
07/06/2026

🗓️20 ივლისს.📢სპეციალისტები საუბრობენ! ემიგრანტი ქალები, ტოქსიკური ურთიერთობები და უსაფრთხოებისკენ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯები! ზოგჯერ ძალადობა არ ტოვებს ნაკაწრს, სისხლს ან ხილულ მტკიცებულებას. სამაგიეეროდ ის ყოველდღე, ნელ ნელა ართმევს ადამიანს სიმშვიდეს, თავდაჯერებას, თავისუფლებასა და საკუთარ ხმას, სანამ ერთ დღეს არ მიხვდება, რომ საკუთარ ცხოვრებას ვეღარ მართავს.ძალადობა შეიძლება იმალებოდეს მუდმივ კონტროლში, დამცირებაში, ფინანსურ შეზღუდვაში, იზოლაციაში, შანტაჟში..

🫴 ყველაზე რთული სწორედ იმის გაცნობიერებაა, რომ ის, რაც ყოველდღიურობად იქცა, ძალადობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ემიგრანტია, უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, ენობრივი ბარიერი აქვს, ფინანსურად დამოკიდებულია, ოჯახის მხარდაჭერას მოკლებულია ან ეშინია, რომ არ დაუჯერებენ.ქვეყნის შეცვლა ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოების პოვნას. ზოგჯერ ადამიანი ახალ მისამართზე გადადის, მაგრამ ძველი შიში, კონტროლი და ტკივილი მაინც თან მიჰყვება.

20 ივლისს, 19:00 საათზე, ნიუ იორკის დროით, VICI Team გიწვევთ Facebook Live-ზე.

📌ჩვენ გვეყოლება განსაკუთრებული სტუმარი
თეა ფანჩულიძე, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, მრავალწლიანი გამოცდილებით ქალებთან, ტრავმის გამოცდილების მქონე ადამიანებთან და მაღალი მოწყვლადობის ჯგუფებთან მუშაობის მიმართულებით.
🖊️შეხვედრის ფასილიტატორი.კონსტანტინე სვანიძე, LGBTQI+ თემთან და გენდერული ნიშნით ტრავმაზე ინფორმირებული ფსიქოსოციალური შეფასების სპეციალისტი.
ლაივში ვისაუბრებთ:
• ძალადობის უხილავ ფორმებსა და იმ ნიშნებზე, რომლებიც ხშირად ნორმალურ ურთიერთობად გვესახება
• ტოქსიკურ ურთიერთობებზე, კონტროლზე, მანიპულაციასა და ემოციურ ზეწოლაზე
• იმაზე, რატომ უჭირთ ბევრ ქალს საკუთარი თავის დაცვა, ხმის ამოღება და დახმარების თხოვნა
• მიგრაციის, მარტოობისა და სისტემისადმი უნდობლობის გავლენაზე
• ყოველდღიურ, მარტივ და პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც ადამიანს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდის, ასევე საკუთარი ძალის დაბრუნებაში ეხმარება. გამვიხილავთ იმის მნიშვნელობას. თუ რატომ არავის უნდა უწევდეს საკუთარი ტკივილის საჯაროდ დამტკიცება, რათა მხარდაჭერა დაიმსახუროს.
🗓️არ გამოტოვოთ,ვიღაცისთვის ეს შეიძლება მათი უსაფრთხოებისკენ პირველი ნაბიჯი გახდეს.

დღეს VICI Team-იმ მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკის შტატის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან  შეხვედრაზე, რომელიც LGBTQI+ თემში გ...
06/18/2026

დღეს VICI Team-იმ მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკის შტატის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რომელიც LGBTQI+ თემში გენდერული ძალადობის, ტრავმის გავლენისა და მხარდამჭერი სერვისების შესახებ იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი სახელმწიფო უწყებების, გადაწყვეტილების მიმღები ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ტრენინგებს, ვებინარებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. ქალაქი, შტატი და საერთაშორისო პარტნიორები უამრავ სასარგებლო რესურსსა და ცოდნას გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ვიყოთ პროფესიული და სამუშაო ჯგუფების ნაწილი, რათა ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე და ინფორმირებული მომსახურება შევთავაზოთ. 🤝 VICI Team LLC მზად არის უფასო კონსულტაციისთვის ჩვენიღირებულებებია: ემპათია, კონფიდენციალურობა, სიზუსტე და მაღალი პროფესიული სტანდარტი. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებულ სერვისებს გთავაზობთ :
🧠 ფსიქოსოციალური შეფასება
🛂 იმიგრაციის პროცესების ორგანიზება
⚖️ პარალეგალური მხარდაჭერა
📑 ნოტარიული მომსახურება
🌐 სერტიფიცირებული თარგმნა
🤝 რეფერალი ადგილობრივ ორგანიზაციებთან
📩 [email protected]
📞 929 664 1050 | 929 745 5218 | 646 702 0329VICI Team LLC შეგახსენებთ არ გასცემს იურიდიულ რჩევებს #ამერიკაში #საემიგრაციო #ქართველიემიგრანტები

📌აშშ-ის თავშესაფრის სამართალში არსებობს სპეციალური  სამართლებრივი ფორმულა, რომელსაც დღემდე იყენებენ საიმიგრაციო მოსამართ...
06/15/2026

📌აშშ-ის თავშესაფრის სამართალში არსებობს სპეციალური სამართლებრივი ფორმულა, რომელსაც დღემდე იყენებენ საიმიგრაციო მოსამართლეები და თავშესაფრის ოფიცრები. მას Matter of Mogharrabi ეწოდება.

1987 წელს ირანელი სტუდენტის, მოჰარაბის საქმემ აშშ-ის საიმიგრაციო სამართლის ისტორია შეცვალა.
მოჰარაბი ამტკიცებდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მას პოლიტიკური შეხედულებების გამო საფრთხე ემუქრებოდა. პრობლემა ის იყო, რომ მას ჯერ არ დაეპატიმრებინათ, არ ეცემათ და არ მოეკლათ.
მაშინ გაჩნდა მნიშვნელოვანი კითხვა:

❓ უნდა დაელოდოს თუ არა ადამიანი ყველაზე საშინელ მოვლენას, სანამ დაცვას მიიღებს?

აშშ-ის საიმიგრაციო სასამართლომ უპასუხა: არა.

სწორედ ამ საქმეში ჩამოყალიბდა პრინციპი, რომ თავშესაფრის მოთხოვნისას საკმარისი არ არის მხოლოდ შიში.Board of Immigration Appeals (BIA) -Matter of Mogharrabi.

ბევრს ჰგონია, რომ თავშესაფრის მისაღებად ადამიანს მხოლოდ პოლიციის ცნობები, ფოტოები, ვიდეოები ან სხვა მტკიცებულებები უნდა ჰქინდეს. სინამდვილეში, კანონი იყენებს შკალას და სხვანაირად აბრუნებს მთლიან პროცესს. შეიძლება არც ცრემლი, არც 700 ცნობა არ წარმოადგენდეს არაფერს თუკი ისტორია ზუსტად ამ 4 პრიციპიდან არის შორს.... გამოყენებულია 10% ალბათობის თერია( 👉და იქნებოდა თუ არა იგივე სიტუაციაში მყოფი გონივრული ადამიანი ასევე შეშინებული, როგორიც თქვენ?📌 შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ, როგორ მუშაობს Mogharrabi-ის ტესტი პრაქტიკაში და როგორ იყენებენ მას თავშესაფრის ოფიცრები და მოსამართლეები რეალურ საქმეებში.
🤝 VICI Team LLC მზად არის უფასო კონსულტაციისთვის ჩვენიღირებულებებია: ემპათია, კონფიდენციალურობა, სიზუსტე და მაღალი პროფესიული სტანდარტი. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებულ სერვისებს გთავაზობთ :
🧠 ფსიქოსოციალური შეფასება
🛂 იმიგრაციის პროცესების ორგანიზება
⚖️ პარალეგალური მხარდაჭერა
📑 ნოტარიული მომსახურება
🌐 სერტიფიცირებული თარგმნა
🤝 რეფერალი ადგილობრივ ორგანიზაციებთან
📩 [email protected]
📞 929 664 1050 | 929 745 5218 | 646 702 0329VICI Team LLC შეგახსენებთ არ გასცემს იურიდიულ რჩევებს #ამერიკაში #საემიგრაციო #ქართველიემიგრანტები

Address

New York, NY

Opening Hours

Monday 9am - 8pm
Tuesday 9am - 8pm
Wednesday 9am - 8pm
Thursday 9am - 8pm
Friday 9am - 8pm

Telephone

+19292002949

Alerts

Be the first to know and let us send you an email when V I C I • ვ ი ც ი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to V I C I • ვ ი ც ი:

Shortcuts

Share

Category