26/11/2024
ქართ-IT
საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით და საზოგადოება ,,სამშობლო გულით სატარებელის" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, მილანში, ქართულ ლიტერატურულ რესტორანში ,,მერისი", გაიმართა ქართული კულტურის საღამო: ,,ღვინო , მუსიკა და პოეზია".
ღვინის 8 000 წლოვანი ისტორიის, უნიკალური დაწურვის მეთოდის, ტრადიციების და ღვინის კულტურის შესახებ, მსმენელის წინაშე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ახალგაზრდა ელჩი - ნინო ჩაჩუა. მან ასევე ისაუბრა ქართული სუფრის თავისებურებების შესახებ და სტუმრებს წარუდგინა ღვინის წარმოების 8 000 წლოვანი ისტორიის აღსანიშნავად, TREASURIUM-ის მიერ გამოშვებული საიუბილეო 8 000 EURO ბანკნოტის შინაარსი.
მსმენელისთვის დიდი ემოციის მიმნიჭებელი აღმოჩნდა საღამოს მოწვეული სტუმრის, ქართულ-იტალიური საზოგადოება ,,სამშობლო გულით სატარებელის" პრეზიდენტის, ქალბატონი ნუნუ გელაძის მიერ წაკითხული ლექსები ქართულ და იტალიურ ენაზე. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული პოეზიის, მუსიკის, ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების შესახებ და გამოეხმაურა ომის თემატიკასაც.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული მრავალხმიანობის თვალსაჩინო ნიმუშები. საღამოს ბოლოს, ვუმასპინძლეთ ქართული ღვინით და ტრადიციული კერძებით.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ქ. მილანში, გენერალურ კონსულს ქ-ნ. ნატალია კორძაიას, ასოციაცია ,,სამშობლო გულით სატარებელი” პრეზიდენტს, ქ-ნ. ნუნუ გელაძეს და წევრებს, ქართველ და იტალიელ სტუმრებს - შესანიშნავ აუდიტორიას, მობრძანებისთვის, ემოციების გაზიარებისთვის. ასევე, გულითადი მასპინძლობისთვის რესტორანს ,,მერისი”, ქალბატონ მელის და მის არაჩვეულებრივ თანამშრომლებს!
---------------------------------
Organizzato dal Giovane Ambasciatore della Georgia e con il sostegno della comunità “Con la Georgia ne Cuore”, il 24 novembre di quest'anno, a Milano, nel ristorante letterario Georgiano, si è tenuto l'evento “Merissi” della cultura georgiana.
"Vino, Musica e Poesia".
Il Giovane Ambasciatore della Georgia, Nino Chachua, ha presentato al pubblico un rapporto sulla storia del vino di 8000 anni, sul metodo di pressatura unico, sulle tradizioni e sulla cultura del vino.
Le poesie lette dall'ospite invitata della serata, la signora Nunu Geladze, presidente della società italo-georgiana "Con la Georgia nel Cuore", in lingua georgiana e italiana, sono state fonte di grande emozione per agli ascoltatori. Ha parlato ancora una volta della poesia georgiana, della musica, delle relazioni culturali georgiano-italiane.
Al termine dell'evento gli ospiti hanno avuto l'opportunità di ascoltare eccezionali esempi di polifonia georgiana. Alla fine dell'evento siamo stati deliziati con vino georgiano e piatti tradizionali.
Desidero ringraziare i rappresentanti del Consolato Generale della Georgia a Milano, il Console Generale Sig. Natalia Kordzaia, presidente dell'associazione "Con la Georgia nel Cuore", Sig. Nunu Geladze e membri, ospiti georgiani e italiani: un pubblico meraviglioso che è venuto e ha condiviso emozioni. Inoltre, per la calorosa ospitalità riservata al ristorante "Merissi", la signora Meli e i suoi straordinari dipendenti!