ივერია / Iveria

  • Home
  • ივერია / Iveria

ივერია / Iveria Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ივერია / Iveria, Public & Government Service, 81, Patision, .

ძალიან კარგად შემიძლია  ავხსნა, როგორ შეიძლება იქცეს სხვა ადამიანი შენი სულის ნაწილად და თუ ეს ურთიერთობა იმ ადამიანისთვ...
20/07/2024

ძალიან კარგად შემიძლია ავხსნა, როგორ შეიძლება იქცეს სხვა ადამიანი შენი სულის ნაწილად და თუ ეს ურთიერთობა იმ ადამიანისთვის ბავშვობიდან იწყება, ადვილი მისახვედრია, როგორი დიდია ამ დროს სულთა კავშირი და მეგობრობა.
მეცხრე სკოლაში მუშაობის წლებიდან ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი ეს გოგოა - მაიკო, რომელსაც შეუძლია თავი გადადოს მეგობრობისთვის და არა მხოლოდ გაგაოცოს, სიცოცხლის აზრის მნიშვნელობა და ხალისი დაგიბრუნოს.
დღეს ის უკვე დიდი გოგოა და დაბადების დღე აქვს, მოვდივართ ასე - მასწავლებელი და მოწაფე და რაც უმთავრესია - მეგობრები და ვიცი, ეს გზა მისი კიდევ ბევრი სიკეთით გამახარებს.
ვულოცავ, მინდა მუდამ წარმატებულს და ბედნიერს ვხედავდე!

შეიტანეთ წვლილი პლატონის ქართული თარგმანების გამოცემის საქმეში და მიიღეთ კუთვნილი ეგზემპლარი!   #გამოეციწიგნი #გახდიქორე...
02/07/2020

შეიტანეთ წვლილი პლატონის ქართული თარგმანების გამოცემის საქმეში და მიიღეთ კუთვნილი ეგზემპლარი!

#გამოეციწიგნი
#გახდიქორეგოსი

📣 ფონდის საგამომცემლო პროგრამა ΑΛΕΞΑΝΔΡΟΣ გამოსაცემად ამზადებს დიდი ბერძენი ფილოსოფოსის - პლატონის ტრილოგიას, რომელიც სამ დიალოგს მოიცავს - სოფისტს, პოლიტიკოსსა და თეეტეტოსს.

📚 პლატონის ტრილოგია პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე სრული სახით - ორენოვან (ძველბერძნულ-ქართულ) გამოცემად, ფილოლოგიის დოქტორის - მაია შუხოშვილის თარგმანით, კომენტარებითა და გამოკვლევით.

🔺 ვისაც გსურთ, წვლილი შეიტანოთ პლატონის დიალოგების ქართულად გამოცემის საქმეში და გახდეთ პლატონის გამომცემლები, შემდეგ კი მიიღოთ კუთვნილი ეგზემპლარი -
💰 ფონდის საბანკო ანგარიშია:
₾: GE19BG0000000345911586GEL
€: GE19BG0000000345911586EUR
$: GE19BG0000000345911586USD
🔶 საქართველოს ბანკი.
🔷 მიმღები: ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი.
🔷 დანიშნულება: პლატონისთვის :)
🔷 1 ეგზემპლარის თვითღირებულება - 25 ₾.

🌀 თქვენ მიერ გაღებული თანხა სრულად მოხმარდება პლატონის აღნიშნული ტრილოგიის მომზადებასა და გამოცემას, რის შესახებაც ფონდი ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.

#მოიწვიემეგობარი
#გახდიქორეგოსი
#გამოეციწიგნი

24/04/2019

🎤„მშვიდობით არა, ნახვამდის..."🎤
✅ ვნების კვირის სევდიან, მაგრამ ამავე დროს იმედის მომცემ განწყობობილებებს შეესაბამება მამუკა ჩარკვიანის ეს კონგენიალური სიმღერა, რომელიც გარდაცვლილ მეგობრებს ეძღვნება და რომლის ტექსტი ეკუთვნის მის განუმეორებელ მამას, დიდ ქართველ პოეტს - ჯანსუღ ჩარკვიანს.

✔ ბევრი სიმღერა-შედევრი პირველად გაიჟღერებს ქ. ათენში 12 მაისს (14:00 სთ., კინოთეატრი - „ტრიანონ“), მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებით საღამოზე.
🏦 თეატრის მისამართი: კოდრიკტონოს ქ. 21 (პატისიონის ქ. 101-თან ჩასახვევი).
☎ 2107211226, 6995.956444, 6999.640412, 6938.954493

🇬🇪🇨🇾🇺🇦🇬🇷 ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები.კ. კვიპროსის ქართული სათვისტომოს, "ძალა ერთობაშია" და ათენის კულტურის ცენ...
19/11/2018

🇬🇪🇨🇾🇺🇦🇬🇷 ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები.

კ. კვიპროსის ქართული სათვისტომოს, "ძალა ერთობაშია" და ათენის კულტურის ცენტრ "კავკასიას" მიერ 2016 წელს დაარსებული ინტერ-დიასპორული პროექტის ფარგლებში: ✅ 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, კვიპროსის დედაქალაქში, აღლანჯიას "სატირის თეატრში" გაიმართება ნიქოზიას, კიევისა და ათენის ქართული დიასპორების მეორე და მესამე თაობის ნიჭიერ წარმომადგენელთა ერთობლივი საზეიმო კონცერტი, რომელიც ეძღვნება 🇬🇪 საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 💯 წლისთავს! 🇬🇪

🇬🇪🇨🇾🇺🇦🇬🇷 Γεωργιανοι Παραδοσιακοί Χοροί και Τραγούδια.

Κοινή Καλλιτεχνικη Εκσηλωση Γεωργιανών Κοινοτήτων της Λευκωσίας, ΑΘηνας και του Κιέβο, στις 23 Νοεμβρίου στο "Σατιρικο Θεατρο" ( ) Αγλαντζιας, η ωρα 19:00.

🇬🇪🇫🇷🇬🇷 კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მეორე ინტერ-დიასპორული ფესტივალის დასასრულს, ქ. ათენის ისტორიულ კინ...
25/10/2018

🇬🇪🇫🇷🇬🇷 კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მეორე ინტერ-დიასპორული ფესტივალის დასასრულს, ქ. ათენის ისტორიულ კინო-თეატრში „ალკიონის“ (ΑΛΚΥΟΝΙΣ) გაიმართება საზეიმო კონცერტი, საფრანგეთისა და საბერძნეთის ქართული დიასპორის II და III თაობის ნიჭიერი წარმომადგენლების მონაწილეობით.

💯 წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს! 💯

📌 ფესტივალის პატრონაჟი: საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა & მეცნიერების UNESCO-ს ასოციაცია.
📌 მხარდაჭერა: "საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი" (Ελληνικό Φόρουμ Μεταναστών).

🏛 თეატრის მისამართი: ქ. ათენის ცენტრი, იულიანუს ქ. 42-46 (Ιουλιανού 42-46), „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს.

📍 დასწრება: - 5 €, მოსწავლე/სტუდენტი/უმუშევარი: - უფასო

☎ 210.7211226, 6999.640412, 6995.956444, 6993.720503, 6994.079733

🎉 ΠΑΡΑΔΟΣΙΑΚΟΙ ΓΕΩΡΓΙΑΝΟΙ ΧΟΡΟΙ & ΤΡΑΓΟΥΔΙΑ🎉
2ο Καλλιτεχνικό Φεστιβάλ ΓΕΩΡΓΙΑΝΩΝ ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ του ΚΟΣΜΟΥ!

🇬🇷🇬🇪🇫🇷 Με ιδιαίτερα χαρά το Ελληνο-Γεωργιανό Πολιτιστικό Κέντρο ΚΑΥΚΑΣΟΣ σας προσκαλεί την Κυριακή, 28 Οκτωβρίου 2018, και ώρα 15:00, στο θέατρο ΑΛΚΥΟΝΙΣ (πλατεία Βικτωρίας), στο 2o Καλλιτεχνικό Φεστιβάλ των Γεωργιανών Κοινοτήτων του Κόσμου, να απολαύσετε τη νέα γενιά ταλαντούχων καλλιτεχνών από Γεωργιανές Κοινότητες της διασποράς επί τω έργω, σε μοναδικούς Γεωργιανούς Παραδοσιακούς χορούς και τραγούδια.

💯 Με αφορμή τα 100 χρόνια από την ίδρυση της πρώτης Δημοκρατίας της Γεωργίας, οι Γεωργιανές Κοινότητες της Γαλλίας και της Ελλάδας συναντιούνται στην Αθήνα, και γιορτάζουν με παραδοσιακούς χορούς και τραγούδια από την πατρίδα τους.
✅ Συμμετέχουν τα μουσικοχορευτικά σύνολα από το Γεωργιανό Πολιτιστικό Οίκο LAZI από το Παρίσι - Γαλλία, και το Ελληνο-Γεωργιανό Πολιτιστικό Κέντρο ΚΑΥΚΑΣΟΣ από την Αθήνα - Ελλάδα.

✅ Υπό την αιγίδα: Όμιλος για την UNESCO Τεχνών, Λόγου και Επιστημών Ελλάδος (http://clubunesco.gr/)

✅ Διοργάνωση: Πολιτιστικό Κέντρο ΚΑΥΚΑΣΟΣ (http://www.caucasus.gr/)

✅ Με την Υποστήριξη: Ελληνικό Φόρουμ Μεταναστών (https://www.migrant.gr/)

Είσοδος: 5 Ευρώ.
Ελεύθερη Είσοδος για μαθητές, φοιτητές και ανέργους.

Περισσότερες πληροφορίες:
🏛 Θέατρο ΑΛΚΥΟΝΙΣ, Ιουλιανού 42-46, πλ. Βικτωρίας, Αθήνα ☎ 2108220008.
🏛 Πολιτιστικό Κέντρο ΚΑΥΚΑΣΟΣ, Πατησίων 81, 1ος όροφος, πλ. Βικτωρίας, Αθήνα. ☎ 2108219579 / 210 7211226 / 6999.640412 / 6993.720503 / 6995.956444 / 6994.079733.

🇬🇪 🇬🇷 2018 წლის 21 აპრილს, 19:00 საათზე, ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "კავკასია" (დაარსდა 2000 წ.) მონაწილეობ...
27/04/2018

🇬🇪 🇬🇷 2018 წლის 21 აპრილს, 19:00 საათზე, ათენის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა "კავკასია" (დაარსდა 2000 წ.) მონაწილეობა მიიღო ქ. ელევსინას მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ცეკვის IV საერთშორისო ფესტივალში, რომელიც მიეძღვნა UNESCO-ს მიერ დაარსებულ "ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღისადმი".
ფესტივალი სპორტის დახურულ დარბაზში გაიმართა, რომელსაც 1000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.
მონაწილეობდნენ: ქ. ელევსინას ცეკვის მრავალრიცხოვანი ანსამბლები და სასწავლო სტუდიები, მათ შორის, თერაპიული დანიშნულების - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
უცხოელთაგან ცეკვის ამ დიდ ზეიმზე მიწვეული იყო სამი ქვეყანა: ეგვიპტე, საქართველო და სომხეთი.
"კავკასიამ" ფესტივალზე ყველაზე დიდი პროგრამა წარმოადგინა: "ოსური", "სამაია" (9 სოლისტით) და ახალი დადმა - "ჯუთა".
ქართული ცეკვის ხიბლმა, შესანიშნავმა ქორეოგრაფიებმა და თავად, ათენში გაზრდილ-დაბადებული ჩვენი მოცეკვავეების არაჩვეულებრივმა შესრულებამ, დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა; და ბოლოს, აღიარებამაც არ დააყოვნა - "კავკასია" ფესტივალის ლაურეატი გახდა და შემდეგ ზეიმზე საპატიო დაპატიჟებაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უძველეს ქალაქ ელევსინას, რომელიც ანტიკურობაში თავისი ცნობილი მიწათმოქმედების ქალღმერთ დიმიტრას კულტითა და მასთან დაკავშირებული "ელევსინას მისტერიებით" იყო განთქმული, პატივი ერგო წილად, 2021 წელს გახდეს "ევროპის კულტურული დედაქალაქი".

✅ ანსამბლ "კავკასიასა" და მისი სასწავლო სტუდიის ქორეოგრაფები: ეკა გიგოლაშვილი-მაცკარი & შოთა ცქვიტიშვილი.

☎ ინფორმაცია: 2107211226, 6993720503, 6999640412, 6994079733

22/01/2018

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია” დაარსდა 2006 წლის დასაწყისში.მდებარეობს ქ. ათენის ცენტრში განლა...

Address

81, Patision

10434

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ივერია / Iveria posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your organization to be the top-listed Government Service?

Share