01/12/2025
რუხის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, პროექტი „გარემოს დაცვა“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, მე-3 კლასში ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის ტრენინგი და ფილმის ჩვენება.
სკოლის თვითმმართველობის წევრებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, ხოლო მოსწავლეებთან ერთად განიხილეს დოკუმენტური ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“.
კლასში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მონაწილეებს კი გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები.