05/06/2026
🌿 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი აქცია გამართეს.
👥️აქციაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები ირმა გიორგაძე და მამუკა მოდებაძე, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, მერის მოადგილეები ნინო ჭაბუკიანი და ზაზა ხვედელიძე.
✨️აქტივობის ფარგლებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების სამუშაოები შეასრულეს.
ინიციატივის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი რესურსების დაცვა და სუფთა, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების ხელშეწყობა.
„გარემოზე ზრუნვა მხოლოდ ერთი დღის ვალდებულება არ არის — ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა.“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ
#ზესტაფონი #გარემოსდაცვისდღე