01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე მოადგილეებთან ერთად.
გასართობი პროგრამის ფარგლებში მოწვეულები იყვნენ ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური გმირები და ჯამბაზები. ბავშვების ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა ტიპის მხიარული შეჯიბრებები და აქტივობები.