ლევან ყიფიანი • Levan Kipiani

  • Home
  • Georgia
  • Vake
  • ლევან ყიფიანი • Levan Kipiani

ლევან ყიფიანი • Levan Kipiani ვაკის რაიონის გამგებელი

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უსაფრთხოების ზომების აუცილებლობის გათვალისწინებით, კეკელი...
03/06/2026

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უსაფრთხოების ზომების აუცილებლობის გათვალისწინებით, კეკელიძის ქუჩის N9-ის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა იწყება.

რკინაბეტონის კედლის სიგრძე 22 მეტრი, ხოლო სიმაღლე 6,6 მეტრი იქნება. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა 78 ხიმინჯი, საერთო სიგრძით 600 მეტრი.

ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შევხვდით და პროექტის დეტალები განვიხილეთ.

ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani

01/06/2026

🟢ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, ციციშვილის სახელობის სკვერში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ბექა გელენავა / Beka Gelenava
ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, ციციშვილის სახელობის სკვერში ბავშვთა დაცვის დღისადმი მი...
01/06/2026

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, ციციშვილის სახელობის სკვერში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ბექა გელენავა / Beka Gelenava
ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani

01/06/2026

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერისა და ორი სპორტული მოედნის განახლება დაიწყო.

დაახლოებით 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.

ბექა გელენავა / Beka Gelenava

29/05/2026

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სვანიძის ქუჩა N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ყველას გვახსოვს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად რამხელა პრობლემის წინაშე დადგა. ეს კონკრეტული არეალი მთლიანად დატბორილი იყო. მუნიციპალიტეტმა დაპირებისამებრ, ამ ტერიტორიაზე მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, პატარა მინი საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ზონა გაკეთდება. ტერიტორია დიდი არ არის, თუმცა მაქსიმალურად ავითვისებთ. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს და აგვისტოში მთლიანად დასრულებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 2 000 კვ. მეტრის ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე მუნიციპალიტეტის საწყობი იყო განთავსებული. პირველ ეტაპზე, მისი დემონტაჟი მოხდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საპარკო საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ გულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდება. ასევე, დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.

ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani

29/05/2026
29/05/2026
🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ ...
28/05/2026

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერისა და ორი სპორტული მოედნის განახლება დაიწყო.

დაახლოებით 5000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.

ფეხბურთის მოედანზე დაიგება რბილი საფარი, კალათბურთის მოედანი კი აკრილის ზედაპირით იქნება. განახლდება ღობეები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი.

🌿🍃🍀რაც შეეხება სკვერს, ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით რბილ საფარზე, ორი ფიტნეს ზონა, ორი გადახურული პავილიონი მაგიდებითა და სკამებით.

გარდა ამისა, სკვერის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სამი ტიპის საპარკო სკამები, მათ შორის საქანელა სკამები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.

ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შევხვდი.

ბექა გელენავა / Beka Gelenava

28/05/2026

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში
ნაძვების ქუჩის გზის საფარის განახლება მიმდინარეობს.
10 000 კვ. მ ფართობის
ტერიტორიაზე, სადაც გრუნტის გზაა, კომპანია GWP-მ მიწისქვეშა კომუნიკაციები
უკვე მოაწესრიგა, ამის შემდეგ კი გამგეობის მიერ საგზაო პროექტის
განხორციელება დაიწყო.

გეგმის თანახმად, ნაძვების ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ასფალტის
საფარი დაიგება.

ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატთან ალექსანდრე
ასათიანთან ერთად იმყოფებოდა.

ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani

Address

Vake
Vake

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლევან ყიფიანი • Levan Kipiani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share