31/12/2023
საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ა(ა)იპ "წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების" სატრანსპორტო და ტექნიკური სამსახურის ჯგუფები , მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.
სადღესასწაულო დღეების გამო, შესაბამისად გაზრდილია მოხმარების კოეფიციენტიც.
მუნიციპალიტეტში განთავსებული 500 ნაგავშემკრები კონტეინერების გაცლა მიმდინარეობს ყოველდღიურად , დღეში რამდენჯერმეც, თითქმის 24 საათის განმავლობაში, ასევე აქტიურ რეჟიმში გრძელდება ზარის სისტემით მოსახლეობის მომსახურეობა. რაც, შესაბამისად ოპერატიულობის კუთხით გარკვეულ შეფერხებებს ქმნის.
ა(ა)იპ " წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების" ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი, რაც საშუალებას მოგვცემს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ჩვენი თანამოქალაქეების საქმიანი ჩართულობაც ამ პროცესში გავზარდოთ.
#ცხელიხაზი 595 95 07 55