წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა

წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა

27/02/2026

📚🥰

📖 დღეს ჩვენს ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიბლიოტური, რომლის ფარგლებში შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნება’’ -ის  მე...
27/02/2026

📖 დღეს ჩვენს ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიბლიოტური, რომლის ფარგლებში შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნება’’ -ის მეოთხე კლასის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. (დამრიგებელი: თათია ოსაძე )
📖 ვიზიტის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკის სივრცეს, წიგნადი ფონდის განლაგების პრინციპებსა და მომსახურების წესებს. განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობაში — მოირგეს ბიბლიოთეკარისა და მკითხველის როლები და ეტაპობრივად გაეცნენ წიგნის გზას ბიბლიოთეკაში მიღებიდან თაროზე განთავსებამდე. ითამაშეს სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით თამაშები.
📚აღნიშნულმა აქტივობამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ ბიბლიოთეკის მუშაობის პროცესი და წიგნის მნიშვნელობა, როგორც საგანმანათლებლო რესურსისა და კულტურული ღირებულების.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში კითხვის კულტურის განვითარებას და ბიბლიოთეკის, როგორც საგანმანათლებლო და კულტურული სივრცის როლის გაძლიერებას.
ბიბლიოთეკა ტრადიციულად მომავალშიც განაგრძობს მსგავსი შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას. 📖

📖 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს უკვე მეთერთმეტედ აღინიშნა ✨️📖 აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში წყა...
04/02/2026

📖 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს უკვე მეთერთმეტედ აღინიშნა ✨️
📖 აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვია წყალტუბოს მეოთხე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები ( დამრიგებელი ფიქრია კვაბზირიძე )სადაც მათ ჩვეული თბილი მოგზაურობა გაუწია ბიბლიოთეკარმა მადონა შალამბერიძემ, ესაუბრა დღევანდელი ღონისძიებისა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. პატარებმა კითხვის თემად დავით აღმაშენებელი აირჩიეს და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

📚 27 ოქტომბერს დიდი ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა!   📜 საიუბილეო თარიღ...
28/10/2025

📚 27 ოქტომბერს დიდი ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა!
📜 საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვია ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა -ის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები : შორენა ჩიხლაძე, შორენა შვანგირაძე ) Shorena Shvangiradze Shorena Chixladze
📜 მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წარმოადგინეს სხვადასხვა ინსცენირებები მწერლის შემოქმედებიდან.

„ყველა დიდიც ოდესღაც პატარა ბავშვი იყო… მაგრამ ცოტას თუ ახსოვს.“🌌 „პატარა პრინცი“ ― წიგნი, რომელიც ბავშვებს ზღაპარს უყვე...
19/08/2025

„ყველა დიდიც ოდესღაც პატარა ბავშვი იყო… მაგრამ ცოტას თუ ახსოვს.“
🌌 „პატარა პრინცი“ ― წიგნი, რომელიც ბავშვებს ზღაპარს უყვება, ხოლო დიდებს ჭეშმარიტებას ახსენებს. 💫
ეს არის ისტორია მეგობრობაზე, სიყვარულსა და იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც თვალით უხილავია. ❤️

📖 პატარა პრინცი გვასწავლის, რომ სიბრძნე ყოველთვის გულიდან იწყება და რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი ვარსკვლავი იპოვოს. 🌟

👉 წაიკითხე ან თავიდან გადაავლე თვალი ამ პატარა წიგნს — და აღმოაჩინე, რომ ყოველი გვერდი ცხოვრების ახალ ფერებს გაჩვენებს.
📖 როცა პატარა პრინცს კითხულობ, თითქოს საკუთარ თავსა და სამყაროს ხელახლა აღმოაჩენ.
და რაც უფრო იზრდები, მით უფრო სხვანაირად გესმის მისი სიტყვები.

👉 თუ დიდი ხანია არ გადაგიშლია ეს წიგნი – ახლა სწორედ ის დროა.
#მოდიბიბლიოთეკაში #პატარაპრინცი #ანტუანდესენტეგზიუპერი

🎉 დღეს ჯოანა როულინგის დაბადების დღეა!დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს.✨ ამ დღეს, როგორც ავტორი, ისე მისი ყველაზე ცნობილი პერ...
31/07/2025

🎉 დღეს ჯოანა როულინგის დაბადების დღეა!
დაიბადა 1965 წლის 31 ივლისს.

✨ ამ დღეს, როგორც ავტორი, ისე მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟიც შემოვიდა სამყაროში — ერთი წიგნით, მეორე ისტორიით.
📚 მან, ერთმა ქალმა სამუდამოდ შეცვალა ბავშვობის წარმოდგენა მაგიაზე. როულინგმა გვაჩვენა, რომ წიგნი შეიძლება იყოს თავშესაფარი, მეგობარი და ძალა — მაშინაც კი, როცა რეალობა ბნელი ჩანს.

💬„სიტყვები, ჩემი არცთუ ისე მოკრძალებული აზრით, მაგიის ყველაზე ამოუწურავი წყაროა.“
— ჯ. კ. როულინგ
🪄 გმადლობთ ჯადოსნური თავგადასავლებისთვის!
#მოდიბიბლიოთეკაში

🎈 დღეს ემილი ბრონტეს დაბადების დღეადაიბადა 30 ივლისს, 1818 წელს, ინგლისის ერთ პატარა სოფელში — მაგრამ მისი ხმა დღემდე ის...
30/07/2025

🎈 დღეს ემილი ბრონტეს დაბადების დღეა
დაიბადა 30 ივლისს, 1818 წელს, ინგლისის ერთ პატარა სოფელში — მაგრამ მისი ხმა დღემდე ისმის მსოფლიო ლიტერატურაში.

📖 „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ — ერთადერთი რომანი, რომელმაც ემილი ბრონტეს უკვდავება მოუტანა. სიყვარული, ველური ბუნება და ადამიანის ემოციური სიღრმე — ეს წიგნი თითქოს თვითონ ემილის სულია.

🖋️ მისი წერა იყო უხმო ამბოხი — ჩუმი, მაგრამ გამბედავი ქალის ხმა ეპოქაში, სადაც მას ყურს იშვიათად უგდებდნენ.

💬 „რაც უფრო ნაკლები გაქვს, მით მეტად გიყვარს ის, რაც გაქვს.“
– ემილი ბრონტე
#მოდიბიბლიოთეკაში #ქარიშხლიანიუღელტეხილი

📘თუ ოდესმე გიგრძვნია, რომ რაღაც უხილავი გდევნის ან გიცავს,თუ გულში ერთხელ მაინც გაგჩენია სურვილი დაფრინავდე — ეს წიგნი შ...
25/07/2025

📘თუ ოდესმე გიგრძვნია, რომ რაღაც უხილავი გდევნის ან გიცავს,
თუ გულში ერთხელ მაინც გაგჩენია სურვილი დაფრინავდე — ეს წიგნი შენთვისაა.✨
📘 „სული‑ჩიტი“ არის თბილი, სუფთა და ღრმა ისტორია მოზარდ ბიჭზე, რომელიც საკუთარ თავთან შეხვედრას, მეგობრობასა და იმედს ეძებს...
📘 ეს არ არის უბრალოდ ისტორია ლუკასა და მის თანაკლასელებზე, ეს არის ამბავი შინაგან შიშებზე, მეგობრობაზე, საკუთარი თავის ძიებასა და იმ უხილავ "ჩიტზე", რომელსაც თითოეული ჩვენგანი გულში ატარებს. 🐦
#მოდიბიბლიოთეკაში #სულიჩიტი #თანამედროვექართულიმწერლობა

24/07/2025

📖 რა წავიკითხოთ ზაფხულში? ❤️
#მოდიბიბლიოთეკაში #წიგნები #რეკომენდაცია

 #მოდიბიბლიოთეკაში 📚📖წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორ...
23/07/2025

#მოდიბიბლიოთეკაში 📚
📖წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში გადადის.

ბიძის სახლი იდუმალებითაა მოცული. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩაკეტილია და ღამით გრძელ დერეფნებში უჩვეულო ხმები ისმის.

სახლს გარშემო თვალუწვდენელი ტრამალი აკრავს, მახლობლად კი სუროთი დაფარული მაღალი კედლები აღმართულა. სწორედ აქ აღმოაჩენს მერი ჩაკეტილ კარს, რომლის მიღმაც საიდუმლო ბაღი იმალება. 🪄🚪
📖 მერის ჯადოსნური თავგადასავალი თუ გაინტერესებს, გელოდებით ❤️

Address

დედა ენის 13
Tskaltubo
5400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category