წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality

  • Home
  • Georgia
  • Tsalenjikha
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერია / City Hall of  Tsalenjikha  Municipality წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართ...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახის კულინარული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

საქველმოქმედო ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,მერის მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა სახის მუსიკალური ნომერი და გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა.

სკოლის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შემოსული თანხები სოციალურად დაუცველი ბავშვთა ოჯახებს გადაეცემა.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში  სკოლამდელი აღზრდ...
01/06/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

პატარებს და მათ მშობლებს დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ასევე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ნახატების გამოფენა მოეწყო.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს თავმჯდომარე  ცოტნე შონიასთან,საკრებულოს წევრ...
01/06/2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან,საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა. მერმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა და დღევანდელი დღე მიულოცა.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრში დღეის მდგომარეობით 31 მოზარდი გადის უფასო თერაპიის კურსს.

აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.

01/06/2026
წალენჯიხაში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი აშენდება.ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების  ფო...
30/05/2026

წალენჯიხაში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი აშენდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ წალენჯიხაში 250 ადამიანზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტ-კომპლექსის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტით გათვლისწინებულია საცურაო აუზის, სავარჯიშო დარბაზების, მინი-საფეხბურთო მოედნისა და საჭიდაო სივრცის მოწყობა.
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=683539&lang=ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.ღონისძიებების ფარგლებში სამხედ...
26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიებების ფარგლებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო,სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას.

გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები,კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.

საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ,საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტნე შონიამ,მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ. ყურადღება გაამახვილეს როგორც დამოუკიდებლობის დღის,ასევე საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის თარიღზე.

საზეიმო ღონისძიებას მოწვეული სტუმრები,მერის მოადგილეები,საკრებულოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ბოლოს, ღონისძიებები ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

Address

Tsalenjikha
5200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599647050

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality:

Share