02/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში გაიმართა.
დღის განმავლობაში პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ და შემოქმედებით აქტივობაში, მიეღოთ დადებითი ემოციები და გაეზიარებინათ სადღესასწაულო განწყობა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე, მერის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. იზოლდა ნემსაძემ ბავშვებს წმიდა ნინოს შემობრძანების დღე დღესასწაულთან ერთად მიულოცა, ბედნიერი, ღიმილიანი და წარმატებული მომავალი უსურვა მათ.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეული ბავშვი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი სიმდიდრე და ნათელი მომავლის საწინდარია. ასევე იმას, რომ შევქმნათ მათთვის უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემო, სადაც ყველა ბავშვი ღირსეულ პირობებში გაიზრდება და მიიღებს ხარისხიან განათლებას.
გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში ეცხოვროთ ჩვენს პატარებს!