ქალაქ თბილისის N207 სკოლა

ქალაქ თბილისის N207 სკოლა Tbilisi N207 Public School

„ძველი ქართული ტრადიციები“ - ამ სახელწოდებით გაიმართა ღონისძიება 207-ე სკოლაში, რომლის ფარგლებშიც მე-5 ა კლასის მოსწავლე...
23/12/2025

„ძველი ქართული ტრადიციები“ - ამ სახელწოდებით გაიმართა ღონისძიება 207-ე სკოლაში, რომლის ფარგლებშიც მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი მადონა ლომთათიძე გახლდათ.
მონაწილეებმა დამთვალიერებლებს რეგიონების დამახასიათებელი რიტუალები, ჩაცმულობა, ხალხური სიმღერები და ჩვეულებები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული კულტურის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობას.

📷 Tekla Baidoshvili

20/12/2025

თუ შეგიმჩნევიათ, რომ რაიმე ემოციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაცილებით უფრო დიდ ხანს რჩება თქვენს გონებაში, ვიდრე ის რომლის დამახსოვრებაზეც ბევრი იწვალეთ.. დიახ, ადამიანს ემოცია ინფორმაციის ათვისებაში ეხმარება, სწორედ ამიტომ შემეცმებითი კვირეულის ფარგლებში მე-10ა კლასის მოსწავლეები მათ დამრიგებელთან ერთად ყოველ შემეცნებით გაკვეთილზე ცდილობდნენ, ბავშვებში მხოლოდ დადებითი ემოციები გამოეწვიათ და ამ ემოციების ფონზე მიეწოდებინათ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია. შემეცნებითი გაკვეთილები მათთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა, ისინი ისმენდნენ ცნობილი მეცნიერების ისტორიებს, იგებდნენ სხვადასხვა საინჟინრო მექანიზმის მუშაობის პრინციპის შესახებ, თავადაც იღებდნენ მონაწილეობას სახალისო აქტივობაში და მოგზაურობდნენ მათემატიკის საინტერესო, მრავალფეროვან სამყაროში.
შემეცნებითი კვირეული უფროსკლასელებისთვის დიდი გამოწვევა იყო, მათ მოუწიათ ინფორმაციის სიღრმისეულად გააზრება და ათვისება, რათა შემდეგ მარტივად მიეწოდებინათ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის, აღსაღნიშნავია, რომ მე-10ა კლასის მოსწავლეებმა თავიანთი დამრიგებლის დახმარებით თავად შექმნეს ყველა ის მექანიზმი, რომელთა მუშაობითაც ბავშვები აღფრთოვანებულნი რჩებოდნენ, ამ პროცესში თავადაც ბევრი რამ გაიგეს და აღმოაჩინეს.
ეს პროექტი კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ შეუძლიათ უმცროსკლასელებსა და უფროსკლასელებს სასწავლო პროცესში ერთმანეთს დაეხმარონ და სარგებელი მოუტანონ.
პროექტის იდეის ავტორია: 207-ე საჯარო სკოლის პედაგოგოგი და მათემატიკოსი ლალი იაკობიძე.
🎥Tekla Baidoshvili
💻N***y Gnolidze
✍🏽ქეთი ჩართოლანი
🎤Mariam Arevadze

15/12/2025

გულწრფელმა ემოციებმა და სურნელოვანმა სანთლებმა განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა N207 საჯარო სკოლაში. სადაც მეექვსე კლასის მოსწავლის, ანამარია აბუსერიძის, შემოქმედებითი გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩეოდა ულამაზესი დეტალებითა და განსაკუთრებული სტილით.

ჩაწერილ ინტერვიუში ანამარიამ თავის შთაგონებაზე და იმ ინსპირაციაზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ სანთელში იგრძნობა. მისი შემოქმედება ნათლად აჩვენებს, რამდენად ლამაზად შეიძლება გადაიქცეს სიყვარული და შრომა ხელოვნებად. სკოლა ამაყობს ანამარიას ნიჭით და წარმატებებს უსურვებს მომავალში ❤️

🎙️ ქეთი ჩართოლანი
🎥 Tekla Baidoshvili
✍️ Mariam Arevadze
💻 N***y Gnolidze

Address

34 Chargali Street
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ თბილისის N207 სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category