თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია / Audit Commission

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია / Audit Commission

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია / Audit Commission ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის გვერდი

თბილისის  საკრებულოში სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული  სხდომა გაიმა...
24/03/2026

თბილისის საკრებულოში სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები კახა ლაბუჩიძე და ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდნენ.

გაერთიანებული კომისიების სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან მესხიას არჩევის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ გააცნო.

აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა სარევიზიო კომისიის საკითხების განხილვით გაგრძელდა.

სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2025 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ წარადგინა.

დღესვე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საკითხი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.

კომისიების სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები გა...
19/03/2026

თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა.

სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა   „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
27/02/2026

სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა „შესაბამისობის აუდიტის“ კურსი გაიარეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული სატრენინგო კურსი ,,შესაბამისობის აუდიტი“-ს მიმართულებით გაიარეს.

კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის გაზიარება, სტრატეგიული დაგეგმვისა და აუდიტორული რისკების შეფასების და გამოვლენის მექანიზმების შესწავლა, მათი პრაქტიკაში გამოყენება. რეკომენდაციების გაცემის და შესრულების მონიტორინგის განხორციელება.

ტრენინგი შეაჯამეს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა. მათ აღნიშნეს, რომ პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა, მათი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარ-ჩვევები განმტკიცება - ჩამოყალიბება სამსახურის წარმატების საწინდარია.

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ გელა წიკლაურს და კურსის მაღალპროფესიონალური ორგანიზებისთვის ბატონ გიორგი როსტიაშვილს.

მხარეები შეთანხმდნენ უწყვეტ სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც თავის მხრივ ეფექტურად აისახება კომისიის საქმიანობაზე.

📈 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შე...
20/02/2026

📈 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლები სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ სპეციალურ პროფესიულ სატრენინგო კურსს- ,,შესაბამისობის აუდიტი“-ს მიმართულებით გადიან.

თბილისის საკრებულოში სარევიზიო,იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კო...
12/02/2026

თბილისის საკრებულოში სარევიზიო,იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2025 წლის ანგარიშს გაეცნენ. ანგარიში საკრებულოს წევრებს სამსახურის უფროსმა, გიორგი ხვედელიძემ წარუდგინა. წარმოდგენილი ანგარიში კომისიებმა ცნობად მიიღეს.

➡️ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ცოტნე ჩიქვინიძემ, საკრებულოს სარევი...
02/02/2026

➡️ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ცოტნე ჩიქვინიძემ, საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2026 წლის დამტკიცებული სამუშაო გეგმიდან გამომდინარე, კომისიის სამდივნოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - სარევიზიო კომისიისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაერთიანებულ...
30/01/2026

თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - სარევიზიო კომისიისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 296 420,1 ათასი ლარით და 2 506 978,3 ათას ლარს შეადგენს.

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ დეპუტატები საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა. სხდომაზე...
22/01/2026

თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.

სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2025 წლის 6 თვის (01.07.2025-31.12.2025წწ) მუშაობის ანგარიში განიხილეს და საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს. საკითხები კომისიის წევრებს, კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ წარუდგინა.

დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და მიმართვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს.

თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული ...
19/12/2025

თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ნინო ვარდოსანიძე და კახა ლაბუჩიძე უძღვებოდნენ.


სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 353 808, 4 ათას ლარს შეადგენს.

თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა. სხდომაზე...
19/11/2025

თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.

სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.

სარევიზიო კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით „თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი, წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დაუბრუნდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თანამშრომლებს შეხვდათბილისის მუნიციპალიტეტის სარევ...
11/11/2025

თბილისის მუნიციპალიტეტის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თანამშრომლებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის სარევიზიო კომისიის ახალდანიშნულმა თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს ისაუბრეს კომისიის სამომავლო ხედვებზე.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს თანამდებობა საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი თქმით, გუნდთან ერთად გაგრძელდება ყველა ის პრიორიტეტი, რომელსაც სარევიზიო კომისია მრავალი წელია,ახორციელებს.

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს სარევიზიო კომისიის  სხდომა გაიმა...
07/11/2025

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.

სარევიზიო კომისიის სხდომაზე “თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.

დღესვე, კომისიის წევრებმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განსაზღვრეს და ამ პოზიციაზე სარევიზიო კომისიის წევრი ცოტნე ჩიქვინიძე აირჩიეს.

Address

თავისუფლების 2
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია / Audit Commission posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share