13/10/2025
მოკლედ!
დიდიხანია ვიფიქრობ რა მეთქვა, დიდიხანია ვითმენ კრიტიკას ასე საჯაროდ, რომ რაღაცნაირად დემორალიზება არ გამომეწვია იმ ჩემი თანატოლებისა და ადამიანების ვინც ამ პროცესშია ჩაბმული და ბრძოლობს..
მაგრამ ის რაც ამ პერიოდში მოხდა ბევრის თქმის შესაძლებლობას იძლევა, გააზრებას და გადააზრებას თუ სად ვართ და რა ხდება, ან რატომ ხდება?
ქართული ოცნების მდგომარეობა დამძიმდა 2019 წლის შემდეგ ეტაპობრივად. ქართულმა ოცნებამ უდიდესი და უაზრო "შეცდომა" დაუშვა როცა ე.წ გავრილოვის ღამე მოაწყო და პასუხიც მიიღო უმწვავესი, რაც ადამიანებს თვალებად და ჯანმრთელობად დაუჯდა. მანდ გამოვლინდა ორი რამ, პირადად ჩემთვის: ოცნება მზად იყო ხალხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ხალხი არ აპირებდა ოკუპანტის მარიონეტი გავრილოვების მოთმენას მის ქვეყანაში. ალბათ იქ ბევრი ქართული ოცნების ამომრჩეველიც იდგა ვინც გაბრაზდა. ოცნებამ გვაჩვენა რომ მზად იყო თვალები დაეთხარა ხალხისთვის თუ მათ ძალაუფლებას საფრთხე შეექმნებოდა.
მას შემდეგ ქვეყანაში გამწვავდა პოლიტიკური ვითარება და დამძიმდა ურთიერთობები ადამიანებს შორის, ოცნება ეცადა გაემყარებინა საკუთარი მდგომარეობა.....
თავის მხრივ ოცნების 13 წლიან მმართველობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ე.წ ოპოზიციას. ოპოზიციას რომელიც რესურს ამოწურული, სახელ შერყეული და დემორალიზებულია ქართველი ხალხის თვალში. მათ შორის ბევრი ქართული ოცნების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის თვალში. ოპოზიციის დისკრედიტირებულობა, მათი გადადგმული ნაბიჯები, გაუაზრებელი ქმედებები ოცნებას მნიშვნელოვან დასაყრდენს აძლევდა გადაეფარა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, გადაეფარა და არ ესაუბრა ოკუპაციის პრობლემის ვერ გადაჭრაზე, არ ესაუბრა სოციალური პრობლემებისადმი უძლურებაზე, ჯანდაცვის, თავდაცვის და ა.შ პოლიტიკურ პრობლემებზე, რომელიც ოცნების დროს საქართველოს აქვს და ვერავინ უარყოფს. ( გარდა საჯარო სამასხურში დასაქმებული პირისა ან ე.წ ქოცისა). ზოგადად წარმატების საფუძველი პრობლემის აღიარებაშია.....
აი სწორედ აქ მივდივართ იქამდე სად ვართ დღეს, რატომ ვართ და რა ხდებოდა მთელი ამ 2-3 წლის განმავლობაში. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ არა ოცნებაზე, არამედ ოპოზიციაზე... მიესალმეთ მის უდიდებულესობა პოლიტიკურ მაიმუნებს:
ორი წელი, პროტესტის მუხტი, ბრაზი, სურვილი ცვლილებებისა, სურვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისა- ეს ისაა რაც მოსახლების მეორე ნახევარს ამოძრავებდა და სურდა. ორი წლის მანძილზე ვხედავთ ერთგვარ ცირკსს, ცირკს რომელშიც დაზიანდა საქართველო, გამყარდა ოცნების პროპაგანდა და გაფარჩაკდა ოპოზიცია, ჩემი აზრით საბოლოოოდ.....
აგენტების კანონიდან მოყოლებული, აქციებზე იმალებოდნენ პოლიტიკოსები, აქციებს სძენდნენ თვითორგანიზების ფორმას თუმცა საკუთარი პარტ-აქტივით ცდილობდნენ მათთვის სასურველი სცენარით წწარემართათ პროცესები. ( ეს მინდა კარგად ავხსნა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ იქ ათასობით ადამიანი პარტიული ნიშნით ვიდექით და რომელიმე კონკრეტული პარტიისგან კარტოფილებს ან 20 ლარიანებს ვიღებდით. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ცდილობდა ხალხის ბრაზის გამოყენებას სათავისოდ. რაც ბუნებრივია და მოსალოდნელი. ეს ტრაგედია არ არის თავისი შინაარსით) მაგრამ პრობლემა შემდეგია, ყველა საპროტესტო აქცია, ყველა მუხტი ერთი სცენარით ვითარდებოდა, ყველგან და ყოველთვის არასერიოზულობა და რომანტიზმი. საპროტესტო აქციები იქცა მოდად ე.წ GEN-Z თაობაში. თუ აქციაზე არ იდექი არ იყავი მოდური? არვიცი რა ვუწოდო რაც ხდებოდა იმას. მაგრამ უდიდეს ნაწილს დაავიწყდა მთავარი მიზანი და შინაარსი, ამაში სწორედ ოპოზიციამ შეიტანა დიდი წვლილი, ეს ხდებოდა და მოხდა იმის გამო, რომ მათთვის ციფრები იყო მნიშვნელოვანი და არა შინაარსი, შინაარსი რომლის გარშემოც გაერთიანდა უამრავი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა რომატიკოსი ხალხისა, იქ იდგნენ გულწრფელი ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნის არსებული მდგომარეობა ადარდებდათ და ადარდებთ. მოკლედ ასე მარტივად და ხალხისთვის მტკივნეულად ოცნებამ გადააგორა ორი წელი, ხალხი დაზიანდა, დასახიჩრდა, დაიჭირეს.....
ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, არავინ აღიარებს რომ იყო შეცდომები, იყო უაზროდ დაორგანიზებული და წარმართული მოქმედებები. იყო ბლოკადა აზრის და შინაარსის ნაცვლად ოპოზიციამ აირჩია ლოზუნგები: რუსიი, რუსული კანონი, გარუსებული ოცნება, თვალთხარიები და ა.შ. კი ეს მუშაობს ხალხზე ემოციურად, ხალხიც გადიოდა აქციაზე მაგრამ იქ მისულ ხალხს ხვდებოდა უიმედობა, გაფარჩაკებული ოპოზიციაა...
კანონიც მიიღეს, გააპარეს უარესი კანონი ე.წ. ოფშორების შესახებ მაგრამ კარგი ეგ დავივიწყოთ... დადგა არჩევნები:
მორიგი სასწაული ოპოზიციისგან და ტრიუკი.....მთელი თვე დახარჯა ოპოზიციამ იმაზე, რომ ხალხს დააჯერა, შეუძლებელია არჩევნების გაყალბება, მოდი და შეცვალე მთავრობა, გამოაცხეს 1000 ლარიანი პენსიების დაპირებები, მუქარები ქოცების მიმართ. თავის მხრივ ოცნებამ აირჩია ყველაზე ცუდი და არაეროვნული გზა პროპაგანდისთვის, საკუთარი მოსახლეობა ომით შეაშინა. არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ მაგრამ ხელისუფალი რომელიც ომით გაშინებს უკვე მტერია შენი მომავლის და ქვეყნის. მით უფრო იმ ქვეყანაში სადაც ომი და სისხლისღვრა ადამიანების მეხსიერების და ზოგის ყოველდღიურობის ნაწილია. ეროვნული ხელისუფლება ასე არ იქცევა. ( ჩემი აზრით.) მოკლედ წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ აირჩია ლამაზი ტყუილები და მთავარი, „პრო ევროპელი ძალა“. რაც არა მხოლოდ ხალხს არამედ თავად ოპოზიციასაც არ ესმის ალბათ- სწორედ ოპოები ახშობდნენ ყველანაირ აზრს რომელიც მათ კრიტიკას ემსახურებოდა, მოახდინეს ხალხის მარგინალიზება ვინც ეუბნებოდა რომ ეს გზა დამღუპველია, შექმნეს საკუთარი ლამაზი მომავალი სადაც ბიძინა 26 ოქტომბერს უნდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. არჩევნები როგორც ყოველთვის არასამართლიანი და პრობლემური იყო, ისევე როგორც მანამდე- ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდებოდა ამომრჩევლის ნების მიხედვით. კარგად ვიცით ყველამ ვინ რა ქნა ხმის მისაღებად და ვინ როგორ იმოქმედა ამომრჩეველზე. ( მე ვერ შევალ ე.წ კარუსელების ფორმატში და ა.შ. მაგრამ როცა ნდობა არ გაქვს ხელისუფლების არც ამას გამორიცხავ). მოკლედ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს ტვინი გაუყალბეს, მოატყუეს და ინფორმაციულ ვაკუმში ამყოფეს. აი ასე მიიღო ხალხმა გადაწყვეტილებაა.
დაიწყო საპროტესტო გამოსვლები გვარამიების მოწოდებით, სადაც ხალხის მასა ცოტა იყო, მხოლოდ 28 ნოემბერს გამოვიდა კობახიძე და გააკეთა ბუნდოვანი, ორმაგი შინაარსი განცხადება რამაც ხალხი გააბრაზა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე და ითხოვდა ხელისუფლებისგან პასუხებს- საპასუხოდ ოცნებამ დაიწყო ხალხის ცემა და დასისხლიანება. რასაც სხვა უფრო დიდი მასის გაბრაზება მოჰყვა, მათ შორის ჩემიც. არ აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკას ემხრობი და ეწინააღმდეგები, რისი გჯერა- როდესაც შენს ქუჩებში შენს თანამოქალაქეებს წიხლებით დგებიან უნდა გაბრაზდე რადგან ხვალ შეიძლება შენ იყო წაქცეული.
დაახლოებით 2 კვირიანი ბრძოლა ისევ ოცნებამ მოიგო, რადგან ხალხის ბრაზის კვალდაკვალ ოცნებამ შეამცირა აგრესია და მუხტიც მოკვდა. მას მერე 300 დღე გავიდა, ყველაფერი ქნა NGO-ოპოზიციამ რომ პროტესტი (ქოცი ამომრჩევლის თვალში გაშავებულიყო და ამისთვის, ყველა ნარატივი მისცა ოცნებას...)
300 დღის შემდეგ, ვისმენთ მორიგ სისულელეს. ე.წ მშვიდობიან დამხობას, რომელსაც სათავეში ბურჭულაძე ჩაუდგა... ნუუუუ ეს რა ცირკი იყოო, ეს რა სისულელე და მარაზმი, მოტყუებული ხალხი ისევ იმედით გავიდა რომ მგონი ცვლილება იქნებაო და აღმოჩნდნენ ცირკში. მოწოდებები ბიძინა დაგვნებდება, პოლიცია ჩაგვბარდება და ა.შ. ნუუ კარგიიით რააა. მე მესმოდა რომ ეს რევოლუცია ფუჭი და სულელური იქნება და იქ ხალხი არ უნდა გასულიყო. იმიტორო ორი წელია ბევრად დიდი ბრაზიი ვერ გამოიყენა ვერავინ ცვლილებებისთვის. არ უნდა გასულიყო რადგან იყო საფრთხე რაც ახლა ხდება, ათეულობით დაკავებული ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ფარსში შეიტყუეს...
ოპოზიცია გახლეჩილია, ზოგი არჩევნებში შევიდა, ზოგმა რევოლუციაო.
იმედი ქონდათ პოლიცია ამათ მხარეს გადმოვიდოდა, ის პოლიცია რომელსაც ყველანაირი მიზეზი მისცეს, რომ ეს მხარე არ უყვარდეს, ოჯახებს აგინებდნენ ადამიანებს, (რასაც სისტემისგან მოჰყვა ძალადობები და ამაზე მთავრობის მწვანე შუქი.) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი სხვანაირად ხედავდნენ სიტუაციას და სხვა რამის სჯერათ. სჯერათ თუნდაც დიფ სტეიტის.... მოკლედ ესეც ჩაიფუშა და ვიცოდი რომ ჩაიფუშებოდა, სიმართლე გითხრათ ჯობდა ჩაფუშულიყო, იმიტორო წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მომხდარიყო შემდეგ, ალბათ არც იქ მყოფებს ქონდათ წარმოდგენა და შედეგსაც დაეტყოო..
ჩვენი პრობლემა ბევრ რამეშია, ჩვენი ანუ ქართველი ხალხის პრობლემა უმეცრებაა, მინიმალისტური ხედვები და მოთხოვნილებები. ჩვენი პრობლემა ზიზღია რომელიც ხალხს ერთმანეთის მიმართ აქვს, მხოლოდ პოლიტიკური განსხვავებულობის გამო შეუძლია ხალხს ერთმანეთი წყევლოს, ქვები ესროლოს, ჩაქოლოს და მხოლოდ ქართველს შეუძლია ამ ყველაფრის კეთების შემდეგ ქრისტიანობა დაიბრალოს...
არა მეგობრებო ქრისტიანობა ასე არ გვასწავლის, ყოველ შემთხვევაში ის ქრისტიანობა რომლისაც მჯერა ამას არ ამბობს. ის უფალი რისიც მწამს ასე არ გვასწავლიდა და არ გვიყვებოდა.......
კატასტროფააა, ხალხს უნდა ესმოდეს რომ პრობლემა სახელებში არააა, პრობლემა არაა ის რომ ბიძინაა დღეს ამ ქვეყნის ბელადი. პრობლემა ისაა, რომ ხალხს და ქვეყანას ბელადი ყავს, ხალხს ბელადები უნდა და არა ცვლილება. ხალხს უნდა იაფი ფული, უფასო ფული, ბევრი საჭმელი და სხვა მინიმალური რაღაცები და არ ფიქრობს საკუთარ მომავალზე. არ ფიქრობს და ვერ იაზრებს, რომ შენ მაქსიმუმ 100 წელი იცოცხლებ და შენმა ქვეყანამ ათასწლეულებს უნდა იარსებოს. ამიტომაა რომ 100 ლარად იყიდება ჩვენი ქვეყნის მომავალი....
არ შეიძლებაა, არ ღირს და არ უნდა ხდებოდეს. დღეს ის თაობა გვიკითხავს მორალს, რომელიც თბილისის ქუჩებში ტანკით და ბეტეერით დარბოდა, ერთმანეთს სახლებს უბომბავდა, მეზობელი რეგიონის ქალებს აუპატიურებდა....
ჩვენი საზოგადოება არ არის კონსოლიდირებული, შესაბამისად ის პოლიტიკური გარემო გვაქვს რაც ქვეყანაში ხალხია, რაც ხალხს სურს იმას იღებს.....
ამაში არც დიფ სტეიტია დამნაშავე და არც უცხოპლანეტელები, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული ვერ ვისწავლეთ, ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ როგორც საზოგადოებამ..
არ მაინტერესებს ვინ იქნება ხელისუფალი, ნორმალურ წესრიგში არც კი უნდა იცოდე ვინაა პრემიერი ან მინისტრი, რადგან ნდობა უნდა გქონდეს სისტემის. მოკლედ დიდი ბრძოლაა წიინ, ბრძოლა არა მხოლოდ ხელისუფლების ძალაუფლების უზურპაციის წინააღმდეგ არამედ უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. ოცნებას ზედმეტად ბევრი წამრატებებიაქვს და ეს სახიფათოა, სახიფათოა როცა არ გყავს ოპოზიცია ვისიც გეშინია, რადგან როგორც უამრავი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს ეს ანადგურებს სახელმწიფოებს, ჭამს და შლის მას შიგნიდან.
დღეს შეიძლება მოგწონთ რადგან თქვენთვის მიუღებელ ხალხს აწამებენ, მაგრამ ხვალ შეიძლება შენ იყო შემდეგი..!!!
ამის თქმა მინდოდა......
რომა სვანიძე