იუსტიციის უმაღლესი სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა შეიქმნა 2006 წლის აპრილში. იგი შექმნილია "იუსტიციის უმაღლესი სკოლის" შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. სკოლის ძირითადი მიზანია მოსამართლედ გასამწესებელ პირთა – იუსტიციის მსმენელთა საწყისი მომზადება, ასევე მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. სკოლა ასევე ახორციელებს მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა

თანამშრომელთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

სკოლაში მსმენელების მიღება, როგორც წესი, ხორციელდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს და კანდიდატების შერჩევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

მოსამართლეობის კანდიდატების სწავლება მიმდინარეობს 10 თვის განმავლობაში და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე სტაჟირებას სასამართლოში და სემინარულ მუშაობას. სწავლების თითოეული ეტაპის შინაარსი და ხანგრძლივობა რეგულირდება "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ" საქართველოს კანონითა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდებით.

მოქმედ მოსამართლეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სკოლა ახორციელებს ტრეინინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს. გადამზადების პროგრამების ძირითადი მიზანია მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასამართლო პრაქტიკის დახვეწა.

რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწეთა და სასამართლოს სხვა თანამშრომელთა გადამზადების პროგრამას, იგი მოიცავს ტრეინინგებსა და სემინარებს როგორც სამართლებრივ საკითხებზე, ისე სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საკითხებზე, კერძოდ მოქალაქეებთან ურთიერთობა, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, მენეჯმენტი, თანამშრომელთა ეთიკის საკითხები და სხვა.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიან...
26/05/2026

იუსტიციის უმაღლესი სკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოა

მიმდინარე წლის 23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემა...
25/05/2026

მიმდინარე წლის 23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებათა კოდექსის პრობლემატური საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლება იყოს მოსმენილი ნებისმიერ სამართალწარმოების პროცესში, საკითხი განხილული იქნება საქართველოს ეროვნული სასამართლოების პრობლემურ საკითხთა ჭრილში; ბავშვის წამომადგენელი, კანონისმიერი და საპროცესო წარმომადგენელი და მათი უფლებამოსილების ფარგლები; არასრულწლოვნის ქონების განკარგვა; არასრულწლოვანთა საქმეთა განხილვისას სამოსამართლო ინსტრუმენტები;ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, (სტრასბურგის სასამართლოს) გადაწყვეტილებები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო, ზუგდიდის, ზესტაფონისა და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსმართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამ...
25/05/2026

23 და 24 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსმართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება განაჩენთა დასაბუთების ჭრილში); მტკიცების ტვირთი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; ეროვნული სასამართლოების განაჩენების შედგენისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები და მტკიცებულებათა განაჩენში ასახვის თავისებურებანი; სასჯელის დასაბუთება - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები; ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები განაჩენთა სტილისტიკურ გამართულობაზე და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, ზესტაფონის,საჩხერის, ახალციხის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

გილოცავთ მოსამართლის პროფესიულ დღეს! გისურვებთ ურყევ სიმტკიცეს, სამართლიანობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სა...
15/05/2026

გილოცავთ მოსამართლის პროფესიულ დღეს! გისურვებთ ურყევ სიმტკიცეს, სამართლიანობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. თქვენი შრომა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის განმტკიცებისთვის.

9 და 10 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „უზენაესი სა...
11/05/2026

9 და 10 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეებზე“გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის აქტუალური საკითხები; უზენაესი სასამართლოს განმარტებები და პრობლემატური საკითხები; დანაშაულები სიცოცხლის წინააღმდეგ;
დანაშაულები ჯანმრთელობის წინააღმდეგ; სქესობრივი დანაშაულები; ოჯახური ძალადობა; ეკონომიური დანაშაულები; დანაშაულები საზოგადოებრივი უშიშროების წინაღმდეგ და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, ახალციხის, გორის, მცხეთისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 9 და 10 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზ...
11/05/2026

მიმდინარე წლის 9 და 10 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემატური საკითხები“ გაიმარათა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე; ინფორმირების და განმარტების ვალდებულება და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა; ხელშეკრულების ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობები; კრედიტორთა და მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში; სოლიდარული კრედიტორები; ვალდებულების შესრულება; არასრულწლოვანის ქონების განკარგვა და მონიტორინგი და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზესტაფონის, ხაშურის, გორის, მცხეთისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 2 და 3 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე...
04/05/2026

მიმდინარე წლის 2 და 3 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება რელაციის პრინციპებით სამოქალაქო სამართალში“ გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: გადაწყვეტილების მიღება და დასაბუთება რელაციის პრინციპებით პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის; მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და ამ ნორმის ქვეშ სუბსუმირებადი ფაქტობრივი გარემოებები; ფაქტების მითითება რომელიც ესადაგება ნორმის დისპოზიციის ელემენტებს და მათი შეფასება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს; მარტივი და კვალიფიციური შესაგებელი და მისი დასაშვებობა; შესაგებლის შემოწმების შედეგები; მტკიცების სტადია: მითითების ტვირთი და მტკიცების ტვირთი; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სტრუქტურა და დასაბუთება; გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი; გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის და ქუთაისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის  25-26 აპრილსა და 2 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრ...
04/05/2026

მიმდინარე წლის 25-26 აპრილსა და 2 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „დანაშაულისა და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

პრაქტიკული სავარჯიშოების ჯგუფებში განხილვის დროს აქცენტი გაკეთდა შემდეგ თემებზე: ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტები; ბავშვის უფლებათა ეროვნული კანონმდებლობა მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებები ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; დაზარალებული ბავშვი; ბავშვის განვითარების მახასიათებლები, შესაძლებლობები და შეზღუდვები; მოწყვლადი და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ზუგდიდის, ახალციხისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის 18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემ...
20/04/2026

მიმდინარე წლის 18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდომობა; არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება; ქმედუნარიანობა, ინდივიდის ინდივიდუალური შესაძლებლობა; სამედიცინო და სოციალური მოდელები; ეროვნული კანონმდებლობა - თანამედროვე სამოქალაქო კოდექსი და ქმედუნარიანობა; თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ახალციხის, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმ...
20/04/2026

18 და 19 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ოჯახის წევრის განმარტება, მსხვერპლი ბავშვი; ეროვნული კანონმდებლობა; მტკიცების სტანდარტები, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა; ქალთა მართლმსაჯულებაზე წვდომა და სასამართლო სტერეოტიპების გავლენის შემცირება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის მნიშვნელოვანი განმარტებები ოჯახში ძალადობის საქმეებზე; აღკვეთისა და სასჯელის გამოყენებისას გასათვალისწინებელი გარემოებები და კომპენსაციის მექანიზმები, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ახალციხის, ბოლნისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.

Address

ნოდარ ბოხუას ქუჩა N19
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იუსტიციის უმაღლესი სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to იუსტიციის უმაღლესი სკოლა:

Share