209-ე საჯარო სკოლა

209-ე საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from 209-ე საჯარო სკოლა, Public School, სოფელი გლდანი, წყაროს ქ. ჩიხი 1, N2, Tbilisi.

✅ჩვენო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ სტუდენტობას! წარმატებულ ცხოვრების გზაზე გევლოთ მუდამ! 👏♥️გვიგულეთ თქვენს გულშემატკივ...
25/08/2026

✅ჩვენო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ სტუდენტობას! წარმატებულ ცხოვრების გზაზე გევლოთ მუდამ! 👏♥️
გვიგულეთ თქვენს გულშემატკივარად!
გვიყვარხართ!🥰

25/08/2026
V კლასის შემაჯამებელი გაკვეთილი "ჩემი🇬🇪 საქართველო აქ არის"- პოსტერების და  საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.მასწავლებე...
19/06/2026

V კლასის შემაჯამებელი გაკვეთილი "ჩემი🇬🇪 საქართველო აქ არის"- პოსტერების და საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.

მასწავლებელი- მზია აბუაშვილი ❤️

14/06/2026

✅პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

🌐რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.

ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

🗓️ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

✅პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

🌐პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/

🌐პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

✅შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🔹საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

✅მე - 4 კლასელების გამომშვიდობება🙋 პირველ მასწავლებელთან.🙌მადლობა ჩემს საყვარელ პატარებს🌟 მათთან გატარებული ყოველი დღისთ...
04/06/2026

✅მე - 4 კლასელების გამომშვიდობება🙋 პირველ მასწავლებელთან.
🙌მადლობა ჩემს საყვარელ პატარებს🌟 მათთან გატარებული ყოველი დღისთვის!♥️♥️ ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი მათ! ♥️♥️
" გაჰყევით სხივს ნათელი მზის, ☀️
იარეთ ერთად, იარეთ წინ"!
მაკა თოფჩიშვილი ❤️

🔔🙋,,ძვირფასო მშობლებო და პატარებო,☀️ მოხარული ვარ,რომ ახალი სასწავლო წლიდან თქვენი ბავშვების დამრიგებელი ვიქნები. წინ სა...
02/06/2026

🔔🙋,,ძვირფასო მშობლებო და პატარებო,☀️ მოხარული ვარ,რომ ახალი სასწავლო წლიდან თქვენი ბავშვების დამრიგებელი ვიქნები. წინ საინტერესო, მხიარული და ცოდნით სავსე დღეები გველოდება. 🥰ჩვენი კლასი იქნება ადგილი , სადაც ბავშვები თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ, თავისუფლად და ბედნიერად. ერთად ვიზრუნებთ მათ განვითარებაზე, მეგობრობაზე და წარმატებაზე. მოუთმენლად ველი თქვენ გაცნობას."💞💖

✅ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის , თამარ დოლიშვილის ხელმძღვანელობით, მე -6 კლასში ჩატარდა საქართველოს დამოუკ...
29/05/2026

✅ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის , თამარ დოლიშვილის ხელმძღვანელობით, მე -6 კლასში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 🇬🇪
ღონისძიების მიზანი იყო პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება🇬🇪❤️
დამრიგებელი - ლია ჩიტიშვილი ❤️

✅👔ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლ...
21/05/2026

✅👔ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.🔔🔔🥰
გილოცავთ, ჩვენო საყვარელო ბავშვებო, უღრუბლო ზეცას გისურვებთ ცხოვრების გზაზე!♥️
დამრიგებელი - თამარ დოლიშვილი ❤️

Address

სოფელი გლდანი, წყაროს ქ. ჩიხი 1, N2
Tbilisi
0167

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 209-ე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category