ხონის კულტურის ცენტრი

ხონის კულტურის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხონის კულტურის ცენტრი, პ. კაკაბაძის 11, Tbilisi.

04/06/2026

🎭🌲 განცხადება
ძვირფასო პატარებო, მშობლებო და ზღაპრის მოყვარულებო!
5 ივნისს ხონის კულტურის ცენტრში თოჯინების თეატრი გიწვევთ მხიარულ და საინტერესო სპექტაკლზე
„ტყის ზღაპარი“. 🌿✨

📅 5 ივნისი
🕛 პირველი წარმოდგენა 12:00 საათზე 🕑 მეორე წარმოდგენა — 14:00 საათზე

🎭 გელოდებით ხონის კულტურის ცენტრში! 🌲💚
#ტყისზღაპარი #თოჯინებისთეატრი #ხონისკულტურისცენტრი #ბავშვებისთვის #სპექტაკლი #ზღაპრულიამბავი

02/06/2026

🌲🎭 თოჯინების თეატრის სპექტაკლის „ტყის ზღაპარი“ მომდევნო წარმოდგენა გაიმართება 3 ივნისს, 12:00 საათზე.
გელოდებით საინტერესო და დაუვიწყარ თეატრალურ მოგზაურობაში! ✨😊

1 ივნისს კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის თოჯინების სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“ გაიმართა...
01/06/2026

1 ივნისს კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის თოჯინების სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“ გაიმართა.
წარმოდგენას ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ხელმძღვანელი პირები და მშობლები.
პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და მიესალმა ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, რომელმაც ბავშვებს ბედნიერი, ლაღი და სიხარულით სავსე ბავშვობა უსურვა.
🎈 ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გახდა სიხარულის, ღიმილისა და კეთილი ემოციების ზეიმი🎈🎈🎈

01/06/2026

🌸🌼🌺🌸🌼
ბავშვთა დაცვის დღეს ხონის საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდისტი - თამარ ბახტაძე - ასე ლამაზად ულოცავს პატარებს ამ ლამაზ დღესასწაულს და უსურვებს ბედნიერ, მხიარულ და სიყვარულით სავსე მომავალს🌷👧👦✨

01/06/2026

🇬🇪🧚‍♂️🧚‍♀️🧚‍♂️🧚‍♀️🧚‍♂️მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა ბასილაია ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს გულითადად ულოცავს და უსურვებს ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს🙏❤️🎈🙏🙏

01/06/2026

1 ივნისს კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის თოჯინების სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“ გაიმართა.
წარმოდგენას ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ხელმძღვანელი პირები და მშობლები.
პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და მიესალმა ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, რომელმაც ბავშვებს ბედნიერი, ლაღი და სიხარულით სავსე ბავშვობა უსურვა.
პატარებმა ზღაპრული პერსონაჟების საინტერესო თავგადასავლები დიდი ინტერესით და ემოციებით შეაფასეს, ხოლო ღონისძიებამ მათთვის ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
🎈 ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გახდა სიხარულის, ღიმილისა და კეთილი ემოციების ზეიმი🎈🎈🎈

🎶✨ „ქართული ხმები“ — 40 წელი ქართული სიმღერის სამსახურში ✨🎶   31 მაისს ხონის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა ქართული საგუნდო...
31/05/2026

🎶✨ „ქართული ხმები“ — 40 წელი ქართული სიმღერის სამსახურში ✨🎶

31 მაისს ხონის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა ქართული საგუნდო და ფოლკლორული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ კოლექტივს „ქართულ ხმებს“.
ანსამბლი უკვე 40 წელია ღირსეულად ემსახურება ქართულ სიმღერას, ინახავს და მომავალ თაობებს გადასცემს ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს მუსიკალურ მემკვიდრეობას.
საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, სულთმოფენობის დღესასწაული კოლექტივმა სწორედ ხონელებს მიულოცა და მაყურებელს დაუვიწყარი მუსიკალური საღამო აჩუქა.
ქართული მრავალხმიანობით, გულწრფელი შესრულებითა და სცენური ოსტატობით სავსე კონცერტმა დარბაზში განსაკუთრებული ემოცია შექმნა. თითოეულმა ნამღერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქართული სიმღერის სიდიადე და ის სულიერი ძალა, რომელიც ჩვენს კულტურას საუკუნეების განმავლობაში ამდიდრებს.
ხონის კულტურის ცენტრი მადლობას უხდის ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრებს ამ შესანიშნავი საღამოსთვის და უსურვებს კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას, სიყვარულით სავსე დარბაზებსა და ღირსეულ იუბილეებს.
🎵 გილოცავთ 40-წლიან შემოქმედებით გზას და მადლობა იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ხონელ მაყურებელს აჩუქეთ! 🎵
მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს ხონის მუნიციპალიტეტის მერია/ City Hall Of Khoni Municipality 🙏✨ ლადო ჯურხაძე / Lado Jurkhadze

31/05/2026

,,ქარᲗული ხმები" ხონის კულტურის ცენტრიᲨი

31/05/2026

ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტმა, გივი ჭიჭინაძემ, კონცერტის დაწყებამდე ხონის მოსახლეობას სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა ✨🎵✨🎵

Address

პ. კაკაბაძის 11
Tbilisi
5900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხონის კულტურის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share