ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy

ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ოფიციალური გვერდი

Official page of the Academy of the Ministry of Finance of Georgia
(2)

ფინანსთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოწოდებულია საზოგადოების ყველა სეგმენტს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და ტრენინგები.

აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე ფინანსთა სამინისტროს სისტემ

აში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე. აკადემია მიზნად ისახავს, დააკმაყოფილოს საქართველოში არსებული საჭიროებები პროფესიული ცოდნის, უნარებისა და განვითარების მხრივ, ჩვენი მსმენელების, თანამშრომლების თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო და ღირებული ინფორმაციის მოგროვების, ანალიზისა და გავრცელების გზით.

აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან. აკადემიის პრიორიტეტული მიმართულებებია: ფინანსები, ბიუჯეტირება, საგადასახადო ადმინისტრირება, ბუღალტერია, მენეჯმენტი, უცხო ენები და პროფესიული უნარების განვითარებაზე მიმართული სხვა პროექტები.

23/06/2026

#ინდივიდუალურიმეწარმე #სტაჟიორი #საგადასახადო #ინდმეწარმე #ხელფასი #შემოსავალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას - International Bank for Reconstr...
18/06/2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ორგანიზაციას - International Bank for Reconstruction and Development (IBRD) - შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.

აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

მემორანდუმი წარმოადგენს თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტს, რომლის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგების, კვლევითი და ცოდნის გაზიარების ინიციატივების განხორციელებას.
თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება საჯარო სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე.

ხელმოწერამდე შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუასთან.

#ფინანსთასამინისტროსაკადემია

#მემორანდუმი

15/06/2026

🔷 ფინანსთა სამინისტროს აკადემია გთავაზობთ ტრენინგკურსს: ტრანსფერ ფრაისინგის რისკების მართვა და დოკუმენტირება.

🔸ტრენერი: მარიამ გუგუტიშვილი

დეტალური ინფორმაცია: https://mofacademy.ge/ka/training/tfrmd

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#ტრანსფერფრაისინგი
#ტრენინგკურსი

📣 ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების ეფექტიანად მართვა თანამედროვე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამო...
15/06/2026

📣 ტრანსფერ ფრაისინგთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების ეფექტიანად მართვა თანამედროვე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

თუ ხართ საშუალო ან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი და გიწევთ ოპერაციების განხორციელება არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ან შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში რეგისტრირებულ პირებთან, თქვენს კომპანიაში შესაძლო/პოტენციური რისკების შესამცირებლად აუცილებლად მოგიწევთ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადება, რაც გულისხმობს რწმუნებას, რომ თქვენი კონტროლირებული ოპერაციები საბაზრო ფასებით/პირობებით არის განხორციელებული.

🔷 ფინანსთა სამინისტროს აკადემია გთავაზობთ ტრენინგკურსს: ტრანსფერ ფრაისინგის რისკების მართვა და დოკუმენტირება.

🔸ტრენერი: მარიამ გუგუტიშვილი

ფორმატი: პირისპირ
ხანგრძლივობა: 18 საათი
ღირებულება: 450 ₾
განრიგი: 30 ივნისი, 2,3,7,9,10 ივლისი
დრო: 17:00-20:00 საათი

დეტალური ინფორმაცია: https://mofacademy.ge/ka/training/tfrmd

სარეგისტრაციო ბმული: https://e.mofacademy.ge/ka/Course/MyInterests/1272

საკონტაქტო პირი: მადუსა ჩაჩავა
📱 მობ: +995 551 11 15 31
📧 [email protected]

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#ტრანსფერფრაისინგი
#ტრენინგკურსი

15/06/2026
13/06/2026
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსი  „სახელმწიფო შე...
08/06/2026

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსი „სახელმწიფო შესყიდვები“ დასრულდა.

კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ გადასცეს.

📚აკადემია აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: სასოფლო-სამეურნეო საქმი...
08/06/2026

📚აკადემია აგრძელებს თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.

გთავაზობთ საჯარო ლექციას თემაზე: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები.

საჯარო ლექციის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სპეციფიკა საგადასახადო კუთხით, ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად წარმოშობილი ცვლილებების საგადასახადო შეფასება და შესაბამისი საგადასახადო შეღავათების პრაქტიკაში სწორად გამოყენების პრინციპები.

თარიღი: 18 ივნისი
დრო: 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: Online

▶️ 17 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირდით ბმულზე: https://e.mofacademy.ge/ka/Course/ViewCourse/4287

🔸საჯარო ლექციას გაუძღვება თათია ბერიანიძე

#ფინანსთასამინისტროსაკადემია
#საჯაროლექცია

01/06/2026
31/05/2026

Address

ვლადიმერ წითლანაძის ქ. №5
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599082090

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფინანსთა სამინისტროს აკადემია / MOF Academy:

Share