შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA

შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA, Government Organization, გახოკიძის ქ. №16, Tbilisi.

მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: - კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; - კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება; - უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

- საქართველოში უკანონოთ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. - მონიტორინგი დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მიზნით. - დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; - საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. - კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი. - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. - მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. - საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება; - საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; - სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება. - თავშესაფრის პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება; „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება; - მიმღები ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

31/05/2023
 #31მაისიპოლიციელისდღეა #ვემსახურებისაქართველოს
31/05/2023

#31მაისიპოლიციელისდღეა
#ვემსახურებისაქართველოს

 #ესდღეჩვენია #თავისუფლებისსიყვარულით #26 მაისი
26/05/2023

#ესდღეჩვენია
#თავისუფლებისსიყვარულით
#26 მაისი

🔹შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღ...
23/02/2023

🔹შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი ესტუმრნენ.

🔹ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" - ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გარე სივრცის 2 სატრენაჟორო კომპლექსი გადასცა. აღნიშნული კომპლექსები განკუთვნილია მიგრაციის დეპარტამენტის მიგრანტთა დროებითი მოთავსების ცენტრში მყოფი პირების რეკრეაციული აქტივობებისთვის.

🔹სატრენაჟორო კომპლექსების გადაცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ უმასპინძლა. მან მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და ევროკავშირის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

🔹აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას საზღვრების ინტეგრირებული მართვის და მიგრაციის მართვის სფეროებში.

31/12/2022
🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვაიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (...
16/09/2022

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვაიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

🔹 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: IOM-ის თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში; დროებითი განთავსების ცენტრში არსებული პირობების მონიტორინგი; დაკავების ალტერნატიული ზომები და რეადმისიის მართვა საქართველოში.

🔹 მიხეილ ჩიკვაიძემ მიგრაციის დეპარტამენტსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საქართველოში მიგრაციისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით IOM-ის საქმიანობის მნიშვნელობას.

🔹 მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

🔹 შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჩიკვაიძემ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟ...
17/08/2022

🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ.
🔹 შეხვედრის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ​ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ცენტრში განთავსებული სრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.
🔹 სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში, რომელიც სოფელ მარტყოფში მდებარეობს, არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე, ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და სერვისებს გაეცნენ.
🔹 ცენტრი აშენდა და ფუნქციონირებს ევროკავშირის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) მხარდაჭერით.

Address

გახოკიძის ქ. №16
Tbilisi
0182

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შსს მიგრაციის დეპარტამენტი / Migration Department of MIA:

Share