სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | NATIONAL FORENSICS BUREAU OF GEORGIA

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა.

იგი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საექსპერტო მომსახურებით. ის ერთადერთი დამოუკიდებელი სასამართლო ლაბორატორიაა ქვეყნის მასშტაბით.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ: როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურები;საბიუჯეტო ორგანიზაციები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები, ასევე ფიზიკური პირები.

📌სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში,...
14/09/2026

📌სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „სასამართლო ექსპერტიზა მართლმსაჯულების სისტემაში: გამოწვევები და პერსპექტივები“ დაესწრო.

🔷კონფერენციის მიზანი სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე ტენდენციების განხილვა იყო. ღონისძიების ფარგლებში ბიუროს უფროსი სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს ბიუროს საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

🔷საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გიორგი მურვანიძემ ყაზახეთის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად ორმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ასევე, სამუშაო შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საექსპერტო პრაქტიკაში თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

📌სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, ბიუროს წარმომადგენლებთ...
03/09/2026

📌სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, ბიუროს წარმომადგენლებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამართალდამცავი და საექსპერტო უწყებების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სინგაპურში, ინტერპოლის გლობალური ინოვაციების კომპლექსში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინტერპოლის ინოვაციების ცენტრის შესაძლებლობების გაცნობა და ციფრული უსაფრთხოებისა და საექსპერტო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.

🔹სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ინტერპოლის ინოვაციების ცენტრის საქმიანობის ოთხი ძირითადი მიმართულება: კვლევები და პუბლიკაციები, ექსპერტთა ქსელები და გამოცდილების გაზიარება, შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობა და ტექნიკური დახმარება ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის.

🔹საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ინტერპოლის თანამედროვე მიდგომების გაზიარება ხელს შეუწყობს ბიუროს საექსპერტო მიმართულებების განვითარებას.

27/08/2026
📌სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალა...
26/08/2026

📌სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ციურიხში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

🔷ვიზიტის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლები გაეცნენ ციურიხის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ახალი შენობის ინფრასტრუქტურას, ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულებების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს. ასევე, ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საექსპერტო ლაბორატორიები და გაეცნენ ინსტიტუტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს.

🔷სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა ციურიხის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ტომას ოტიკერმა, რომელმაც ბიუროს წარმომადგენლებს გააცნო ექსპერტიზის ჩატარების თანამედროვე პრაქტიკა, ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტენდენციები, ასევე ბიუროს ახალი შენობის დაგეგმვისა და დაპროექტების პროცესში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები.

🔷ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილებებისა და გაზიარებული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუროს თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ახალი შენობის ინფრასტრუქტურის დაპროექტების პროცესის ეფექტიანად წარმართვას.

📌საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  ანაზღაურებ...
21/08/2026

📌საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 26 ვაკანსია ცხადდება.

🔹პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელ კურსზე,ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

🔹განაცხადის მიღება შესაძლებელია
2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე.

🔹დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე:
➡️ https://vacancy.hr.gov.ge

📌ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახალ ხელმძღვანელს ქალბატონ ჯო ბ...
18/08/2026

📌ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ახალ ხელმძღვანელს ქალბატონ ჯო ბარტონს შეხვდა.

🔹ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მრავალწლიანი და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი და ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხების გადაჭრას ემსახურება.

🔹მხარეებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი.

🔹აღნიშნული პროექტი 2014 წლიდან უწყვეტად და წარმატებით მიმდინარეობს. პროცესში უშუალოდ არიან ჩართული ბიუროს ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტების ექსპერტრები, რომელთა პროფესიული საქმიანობისა და მხარეებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად დღემდე 272 იდენტიფიცირებული ნეშტი გადაეცა ოჯახებს.

🔹შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ ექსპერტიზის წარმოების სპეციფიკას და დანერგილ სიახლეებს.

📌სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი საექსპერტო...
10/08/2026

📌სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი საექსპერტო მიმართულებაა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა.

🔷დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ფარგლებში ბიურო ახორციელებს:

▫️ნივთებისა და სხვადასხვა ზედაპირის დამუშავებას ხელის თითისა და ხელისგულის კვალის (ანაბეჭდების) გამოვლენის მიზნით, მათ ფიქსაციასა და შემდგომ კვლევას.
▫️ხელის თითის ანაბეჭდების აღებას -
დაქტილოსკოპირებას.

🔹ექსპერტიზის დანიშვნა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს. ექსპერტიზა ტარდება მოქმედი კანონმდებლობის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და სასამართლო ექსპერტიზის პროფესიული პრაქტიკის მოთხოვნების სრული დაცვით.

📍ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია ბიუროს თბილისის ცენტრალური ოფისის, ქუთაისის, ბათუმის და გურჯაანის რეგიონულ ოფისებში.

29/07/2026

🔹სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა
დანერგა.

Address

ჭავჭავაძის გამზ. 84
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau:

Shortcuts

Share