Act Georgia

Act Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Act Georgia, Tbilisi.

თბილისის ​ასერტული გუნდი სათემო მკურნალობის (ACT) მოდელის მიხედვით უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მქონე პირთათვის მულტიდისციპლინურ დახმარებას ბინაზე ფსიქიატრის, სოცმუშაკის, უმცროსი ექიმის, ოკუპაციური თერაპევტის და ფსიქოლოგის ჩართულობით. თბილისის ასერტული მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს ბინაზე, სათემო მოდელის მიხედვით .

სათემო სერვისი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წარმოადგენს ზ

რუნვის თანამედროვე მიდგომას. ის მიზნად ისახავს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის მკურნალობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფას საზოგადოებაში (თემში).
ეს არის დეინსტიტუციონალიზაციის (დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოების ალტერნატივის შექმნის) პროცესის მთავარი ნაწილი. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა სიმპტომების შემცირება, ჰოსპიტალიზაციების პრევენცია და აღდგენის პროცესში პაციენტთა დახმარება.

ჩვენი სერვისის ძირითადი მიზნებია
• სოციალური ინტეგრაცია- იზოლაციის შემცირება და სოციალური უნარების შენარჩუნება-გაუმჯობესება.
• ​ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება- მხარდაჭერა დამოუკიდებელ ცხოვრებაში, დასაქმებაში და სხვა ყოველდღიურ საკითხებში.
• ​მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვისაც უჭირს კლინიკებში მისვლა.

გაიცანით ეკა — ფსიქოლოგი✨🌟ასერტულ გუნდში ეკას, როგორც ფსიქოლოგის როლი გადამწყვეტია ბენეფიციარების  რეაბილიტაციისა და ემო...
11/09/2026

გაიცანით ეკა — ფსიქოლოგი✨
🌟ასერტულ გუნდში ეკას, როგორც ფსიქოლოგის როლი გადამწყვეტია ბენეფიციარების რეაბილიტაციისა და ემოციური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
🌟ეკა სერვისის პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრია და თავდაუზოგავად ზრუნავს ბენეფიციარების კეთილდღეობაზე, ეხმარება სიმპტომების მართვაში, ემოციურ რეგულაციასა და კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაში, ასევე, მუშაობს ოჯახის წევრებთან ფსიქოგანათლების მიმართულებით.

💚მადლობა ეკას მრავალწლიანი გვერდში დგომისთვის!💚

ნინო ჩირგაძე - ასერტული გუნდის სოციალური მუშაკი! 💚ჩვენს გუნდს პირველივე დღეებიდან შემოუერთდა და დღემდე მისი ერთ-ერთი მნი...
10/09/2026

ნინო ჩირგაძე - ასერტული გუნდის სოციალური მუშაკი! 💚
ჩვენს გუნდს პირველივე დღეებიდან შემოუერთდა და დღემდე მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია.

🌟მის მიერ გაწეული მხარდაჭერა თითოეული ბენეფიციარისთვის შეუცვლელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ასერტულ გუნდში სოციალურ საკითხებზე მუშაობა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმალური საქმიანობა. ეს არის ყოველდღიური, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროცესი, სადაც თითოეული ნაბიჯი ადამიანის ღირსების აღდგენასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას ემსახურება.

მადლობა ნინოს გაწეული შრომისთვის და გულისმიერებისთვის! 💚💚

💚თინათინ დვალიშვილი — ჩვენი ფსიქიატრი 💚🌟თინათინი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია —  ყურადღებიანი და ადამიანებზე გულწრფ...
09/09/2026

💚თინათინ დვალიშვილი — ჩვენი ფსიქიატრი 💚

🌟თინათინი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია — ყურადღებიანი და ადამიანებზე გულწრფელად მზრუნველი პროფესიონალი. მისი მიდგომა ეფუძნება არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ ადამიანის მოსმენას, თანაგრძნობასა და მხარში დგომას.

🌟თინათინი თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად ეკიდება და ცდილობს, შეუქმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც ადამიანს შეუძლია თავი მოსმენილად და გაგებულად იგრძნოს.

🫂ხათუნა, ჩვენი გუნდის თანასწორ-მხარდამჭერი! 🫂🗓️2019 წლიდან გახდა ჩვენი გუნდის წევრი.🌟ხათუნა არის ადამიანი, რომლისთვისაც ...
09/09/2026

🫂ხათუნა, ჩვენი გუნდის თანასწორ-მხარდამჭერი! 🫂

🗓️2019 წლიდან გახდა ჩვენი გუნდის წევრი.

🌟ხათუნა არის ადამიანი, რომლისთვისაც საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის სხვებს უსმენს თანაგრძნობით, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ეხმარება მათ, დაინახონ, რომ სირთულეების გადალახვა შესაძლებელია და ისინი ამ გზაზე მარტო არ არიან.

🌟2023 წელს ხათუნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი კვალიფიცირებული თანასწორი მხარდამჭერი გახდა. დღეს ის თავისი გამოცდილებით, ცოდნითა და ადამიანური სითბოთი სხვა ადამიანების გაძლიერებასა და მხარდაჭერას უძღვნის თავს!

🙏მადლობა ხათუნას გვერდში დგომისთვის!🙏

14/12/2025
12/12/2025

ოჯახი, როგორც ფსიქოსისტემა: მისი გავლენა ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობაზე

01/12/2025

ასერტული მკურნალობა სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისში - დახურული დაწესებულებების ალტერნატივა

27/11/2025

ფასკუნჯი - გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა თბილისში, იოსებიძის 57-ში, მეათე სართულზე მდებარეობს.ჩვენ გვა....

✨ გაიცანით ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ანი!ანი არის მაღალკვალიფიციური კლინიკური ფსიქოლოგი 13-წლიანი გამ...
25/11/2025

✨ გაიცანით ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ანი!
ანი არის მაღალკვალიფიციური კლინიკური ფსიქოლოგი 13-წლიანი გამოცდილებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.
ის არის საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების კანდიდატი წევრი და აქვს კერძო პრაქტიკა.
ანის მრავალმხრივი და უნიკალური გამოცდილება საშუალებას იძლევა, მხარი დაუჭიროს და ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ ბენეფიციარს საჭიროებების გათვალისწინებით. ის ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის და უშიშრად იღებს ახალ გამოწვევებს.

​ #ფსიქოლოგი #ფსიქიკურიჯანმრთელობა #კლინიკურიფსიქოლოგია #ფსიქოთერაპია #გუნდისწევრი #პროფესიონალიზმი #ჯანმრთელობა #ასერტულიგუნდი

🌟გიორგი გელეიშვილი გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გუნდის წამყვანი ფსიქიატრი. 🟢მისი საქმიანობის მნიშ...
23/11/2025

🌟გიორგი გელეიშვილი გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გუნდის წამყვანი ფსიქიატრი.
🟢მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარებას საქართველოს მასშტაბით, როგორიცაა მობილური გუნდების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა.
🟢როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, იგი აქტიურადაა ჩართული პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.
🟢ამას გარდა, მისი სახელი შედის საერთაშორისოდ სერტიფიცირებულ იუნგიანელ ანალიტიკოსთა სიაშიც. მისი ცოდნა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოთერაპიის განხრით მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის დარგში.

Address

Tbilisi

Telephone

570905825

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Act Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Act Georgia:

Shortcuts

Share