ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია / Urban and Municipal

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია / Urban and Municipal

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია  / Urban and Municipal თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია

27/08/2026
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ზურაბ აბაშიძე • Zurab Abashidze უძღვ...
07/08/2026

თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ზურაბ აბაშიძე • Zurab Abashidze უძღვებოდა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის 2026 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

➡️იხილეთ ვრცლად:https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8699

საკრებულოს სხდომა -07.08.26

➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8699

🗓 07 აგვისტო, 2026✅ თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე  ეკონომიკური განვითარების, ...
07/08/2026

🗓 07 აგვისტო, 2026

✅ თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ნიკოლოზ კახეთელიძე და ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდნენ, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 26 498,6 ათასი ლარით იზრდება და 2 663 350,2 ათას ლარს შეადგენს.

✅ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ დეპუტატებს თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუსრულებელი მშენებლობების შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარუდგინა.

✅ დღესვე საკრებულოს წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.

✅ ამას გარდა, ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს.

✅ სხდომას მერისს შესაბამისი სამსახური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#ურბანულიკომისია

🗓 10 ივლისი 2026✅ ნიკოლოზ კახეთელიძის ხელმძღვანელობით, თბილისის საკრებულოში დღეს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნ...
10/07/2026

🗓 10 ივლისი 2026

✅ ნიკოლოზ კახეთელიძის ხელმძღვანელობით, თბილისის საკრებულოში დღეს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს.

✅ასევე, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.

✅ამას გარდა, კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ კომისიის წევრებს რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარუდგინა.

✅კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილება განიხილეს.

✅ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

✅კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.

🗓 19 ივნისი 2026✅ თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, ...
19/06/2026

🗓 19 ივნისი 2026

✅ თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა. კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

✅ ამას გარდა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები შეათანხმეს.

✅ დღესვე, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის, ასევე გეგმარებითი დავალებების პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.

✅ ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თბილისის საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებაც იმსჯელეს.

✅ კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.

#ურბანულიკომისია

Address

თავისუფლების 2
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია / Urban and Municipal posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share