09/10/2024
📢 💥 ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი გახდა
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს, 2024 წლის გამარჯვებულები გუშინ ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
🔷 ევროპა ნოსტრას დაჯილდოების ცერემონიამ თავი მოუყარა 800-მდე პროფესიონალს, მოხალისეს, ენთუზიასტს და მხარდამჭერს მთელი ევროპიდან.
🔷 ცერემონიალზე დასახელდა გრან-პრის ხუთი ლაურეატი და 2024 წლის ხალხის რჩეულის ნომინაციის გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს 10000 ევროს ოდენობით. გრან-პრის მფლობელები ევროპა ნოსტრას საბჭომ, დამოუკიდებელი ექსპერტების ჟიურის რეკომენდაციით ევროპის 18 ქვეყნის 26 გამარჯვებულს შორის შეარჩია.
გრან-პრის მფლობელები გახდნენ:
1️⃣ მოქალაქეების მიერ ცისკარაულების კოშკის (საქართველო) რეაბილიტაცია, ახიელი, საქართველო, გამარჯვებული კატეგორიაში "მოქალაქეების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება".
2️⃣ დუბროვნიკის სიძველეების მეგობრების საზოგადოება, ხორვატია
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები".
3️⃣ ინგოცის ისტორიული მაღარო, რიბნიკი, პოლონეთი
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "კონსერვაცია და ადაპტაცია".
4️⃣ საქსონური ეკლესია ალმა ვიში, რუმინეთი
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "კონსერვაცია და ადაპტაცია".
5️⃣ ტრადიციული ფერმის შენობების პროგრამა, ირლანდია
გრან პრის გამარჯვებული კატეგორიაში "განათლება, სწავლება და უნარები".
6️⃣ საქსონური ეკლესიის ალმა ვიში, რუმინეთში - 2024 წლის ხალხის რჩეულის ჯილდო.
---
ხევსურული კოშკის აღდგენის პროექტი 2021-2023 წლებში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული ცისკარაულების კოშკის გადარჩენას გულისხმობდა.
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. პროექტი ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
პროექტის წამყვანი პარტნიორი იყო ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია (INTO), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნულ ფონდთან, რამპართან (REMPART) (საფრანგეთი) და სიდლეჩინის კოშკის ასოციაციასთან (პოლონეთი). პროექტი განხორციელდა კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის (ALIPH) მხარდაჭერით.
#კულტურულიმემკვიდრეობა #ევროპულიჯილდო #ცისკარაულებისკოშკი