01/06/2026
🔊 რეგისტრაცია ტრენინგკურსზე - კორუფციის პრევენცია: ეთიკა, კეთილსინდისიერება და მხილება
📋 კურსის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ სისტემური ცოდნა კორუფციული რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ. ტრენინგი ითვალისწინებს კორუფციის ძირითადი ფორმების, უკანონო გამდიდრების სქემების, რისკების მართვისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების თეორიულ და პრაქტიკულ განხილვას, რაც დაფუძნებულია უახლეს საერთაშორისო სტანდარტებსა და კვლევებზე
✔️ ტრენინგკურსი განკუთვნილია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის
🔹 კურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კორუფციის რისკების ანალიზისა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამთა კაჭკაჭიშვილი გაუძღვება
🗓️ რეგისტრაცია: 12 ივნისამდე
⏰ კურსის ხანგრძლივობა: 15-18 ივნისი
🌐 იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/EIZbu