ქიდსველი - პედიატრიული სასწრაფო დახმარება
🐘Kidswell-ის დაარსების იდეა საჭიროებიდან გამომდინარე წარმოიშვა. მაშინ როდესაც ახალბედა დედას პატარა ჰყავს ავად და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს, პედიატრი ვერ გვპასუხობს და კლინიკებში ადგილი არ არის, რა უნდა ვქნათ?! ამ პრობლემის წინაშე დავდექით კომპანიის დამფუძნებლები და გადავწყვიტეთ ჩვენი და ყველა დედის სიმშვიდისთვის შეგვექმნა მომხმარებელზე მორგებული სერვისი
.
👉არის შემთხვევები როდესაც ხარვეზებია ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში, სასწრაფო იგვიანებს აუარებელი რაოდენობის საათით, ბევრი დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენთვის სანდო პედიატრი ვერ გვპასუხობს და კლინიკები ვერ გვიღებენ ადგილების არარსებობიდან გამომდინარე. ამ დროს აუცილებელია მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, რაც ბავშვზე პირდაპირ აისახება.
👉შევიკრიბეთ დედები და ჩამოვწერეთ ყველა შემთხვევა რაც ჩვენ გადაგვხვდა, რა სირთულეების წინაშეც აღმოვჩნდით და რას ვისურვებდით იმ მომენტისთვის. ჩავატარეთ კვლევა და გავიგეთ თითქმის ყველა საჭიროება რასაც აწყდება მშობელი ბავშვის ავადობის დროს და დავადგინეთ, რომ პირველ რიგში, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კომუნიკაცია სპეციალისტთან. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭირო დაგვემატებინა უფასო სერვისი, სადაც მშობელი 24/7 შეძლებს კითხვები დაუსვას სპეციალისტს, სანამ პედიატრი ადგილზე მოვა და უშუალოდ გასინჯავს პაციენტს.
👉ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ გულღია ჩვენს მომხმარებლებთან და მაქსიმალურად ამოვუდგეთ მხარში ჩვენს პატარებსა და მათ მშობლებს. არის შემთხვევები როდესაც სასწრაფოს გამოძახება სულაც არ არის საჭირო, მაგრამ როდესაც ვერ უკავშირდები სპეციალისტებს, მშობელიც მარტო ხარ მცირეწლოვანთან ერთად სხვა გზა არ გრჩება. ამიტომ ვცდილობთ გავაერთიანოთ ეს ორი მნიშვნელოვანი ეტაპი და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ როგორც სასწრაფოს გამოძახების სერვისი, ასევე პედიატრის მომსახურება და უფასო 24/7 კონსულტაცია.
🐘Kidswell იქმნება დიდი სიყვარულით და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობა ან/და უკუკავშირი ძალიან დაგვეხმარება განვითარებაში. ბევრი ვიფიქრეთ შევჭიდებოდით თუ არა ამ საკითხს, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ არა ერთმა შემთხვევამ გვიჩვენა რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება კარგი სერვისი პატარებისთვის, რომელიც იქნება ორიენტირებული ბავშვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
🌸ჩვენი მიზანია ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, რათა დიდხანს შეძლონ ჩვენი სამყაროს გალამაზება
#პედიატრი #პედიატრიგამოძახებით #ლაბორატორიაბინაზე #გრიპისტესტები