Lile's library ლილეს ბიბლიოთეკა

Lile's library  ლილეს ბიბლიოთეკა 📚 წიგნები • 🎬 ანიმაციები •

საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის, რომელიც აერთიანებს ხარისხიან წიგნებსა და ანიმაციებს.

დღის განწყობა: ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები💫წარმოიდგინე, რომ ამ ცხრილიდან ერთ-ერთი გმირი ხარ.რომელ მათგანი იქნებოდი დღე...
28/08/2026

დღის განწყობა: ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები💫
წარმოიდგინე, რომ ამ ცხრილიდან ერთ-ერთი გმირი ხარ.
რომელ მათგანი იქნებოდი დღეს ყველაზე მეტად? ❤️



ლილე გისურვებ ჯანმრთელობას,  სიხარულისა და შთაგონების შეუფერხებელ ნაკადს , სიმსუბუქესა და სიმარტივეს — რომ არ გაარღულო ი...
27/08/2026

ლილე გისურვებ ჯანმრთელობას, სიხარულისა და შთაგონების შეუფერხებელ ნაკადს , სიმსუბუქესა და სიმარტივეს — რომ არ გაარღულო ის, რისი გამარტივებაც შეიძლება და ცხოვრებას ღიმილით შეხედო და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებას — რომ ნებისმიერ ქაოსშიც კი შენი შინაგანი მშვიდი კუთხე მუდამ თან გქონდეს. 😇🥰

მადლობა თითოეულ თქვენგანს, თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ. 🫂❤️


იცით, რომ დღეში სულ რაღაც 15-20 წუთიანი კითხვა თქვენი პატარას ტვინზე სასწაულებს ახდენს? ეს პლაკატი მშვენივრად აჯამებს იმ...
22/08/2026

იცით, რომ დღეში სულ რაღაც 15-20 წუთიანი კითხვა თქვენი პატარას ტვინზე სასწაულებს ახდენს? ეს პლაკატი მშვენივრად აჯამებს იმ უნარებს, რომელსაც ბავშვი კითხვის პროცესში იძენს. 🧡

#წიგნი
#კითხვა
#ბავშვი

აბა, როგორ მოგწონთ ჩემი გოგოების პერსონალური „ბუქფლიქსი“? 🤔📕Netflix-ის პრინციპით აწყობილი მათი საყვარელი წიგნების თარო. ...
08/06/2026

აბა, როგორ მოგწონთ ჩემი გოგოების პერსონალური „ბუქფლიქსი“? 🤔📕
Netflix-ის პრინციპით აწყობილი მათი საყვარელი წიგნების თარო. მე, პირადად, ამ იდეით აღფრთოვანებული ვარ! იმდენად გენიალური და ლამაზია, რომ მინდოდა გამეზიარებინა და მომავალში მსგავს ფორმატში შემოგთავაზებთ სხვადასხვა ასაკზე მორგებულ რეკომენდაციებს წიგნებზე . ❤️

#წიგნი
#ბავშვი

04/06/2026

იმისათვის, რომ პირველკლასელმა ზაფხულში კითხვის მოტივაცია არ დაკარგოს, წიგნი არ უნდა ასოცირდებოდეს ძალდატანებასთან. ის უნდა იყოს:
✨ დიდი ასოებით და მარტივი შრიფტით
🎨 ფერადი ილუსტრაციებით
ავტორმა კი ისეთი ამბავი უნდა შესთავაზოს, რომელიც პირველივე გვერდიდან ჩაითრევს.
ეს წიგნები ზუსტად ასეთია! 📚

სულაკაურის გამომცემლობის გამოცემული წიგნებია და შეძენა შეგიძლიათ, როგორც გამომცემლობის მაღაზიაში, ასევე, ბიბლუსში, ლატერნასა და ავერსის სააფთიაქო ქსელში. 🥰

#საბავშვო

#წიგნი

22/05/2026

„სალამურას თავგადასავალი“ მართლაც ქართული საბავშვო ლიტერატურის მწვერვალია — თავისი ჯადოსნური სამყაროთი, დაუვიწყარი პერსონაჟებითა და ფილოსოფიური სიღრმით ის თავისუფლად უწევს კონკურენციას მსოფლიო კლასიკას.

#წიგნი
#ბავშვი

🕵️‍♂️ ბავშვობის რომელი გმირი იმალება ჩრდილში? (ითამაშეთ ბავშვებთან ერთად). გახსოვთ ის საოცარი შეგრძნება, წიგნის კითხვისა...
21/05/2026

🕵️‍♂️ ბავშვობის რომელი გმირი იმალება ჩრდილში? (ითამაშეთ ბავშვებთან ერთად).

გახსოვთ ის საოცარი შეგრძნება, წიგნის კითხვისას პერსონაჟები ჩვენს წარმოსახვაში პირველად რომ ცოცხლდებოდნენ? დღეს მინდა ერთი პატარა, ძალიან სახალისო თამაში შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენს შვილებს კითხვის სიყვარულს გაუღრმავებს და დეტალების დამახსოვრებაში დაეხმარება.

👇 მოუწყვეთ პატარა გამოცდა თქვენი პატარას მეხსიერებას და დამიწერეთ კომენტარებში:
1 რამდენი გმირის ამოცნობა შეძლეს მარტივად?
2 რომელი იყო ყველაზე რთული?

P.S. ეს მხოლოდ დასაწყისია! სამომავლოდ ამ თამაშის კიდევ უფრო საინტერესო, რთულ და ინტერაქტიულ ვერსიებს ვგეგმავ, ასე რომ, თვალი ადევნეთ გვერდს! 🚀



Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lile's library ლილეს ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category