კონსერვატიული პარტია - სამტრედია /Conservative Party Of Samtredia

  • Home
  • Georgia
  • Samtredia
  • კონსერვატიული პარტია - სამტრედია /Conservative Party Of Samtredia

კონსერვატიული პარტია - სამტრედია /Conservative Party Of Samtredia სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია-კონ?

პარტიას თავდაპირველად ერქვა “ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები” და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას. 2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.
ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003

წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. კონსერვატიული პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი, არჩევნების გაყალბების გამო ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისა.
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვნენ ბლოკ ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. იმავე წლის გაზაფხულზე კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა . 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორები მონაწილეობდნენ რესპუბლიკელებთან ერთად ბლოკით “დავითაშვილი – ხიდაშელი – ბერძენიშვილი”. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 12% და გავიდა მეორე ადგილზე.
2007 წლის შემოდგომაზე კონსერვატიული პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად.4EFA6C32-FF61-4739-AD27-FC7EBEC5ED67_mw1024_n_s1
მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. ბლოკმა თბილისში ხმათა 8,8%, ხოლო საქართველოს სხვა თვითმმართველ ერთეულში ხმათა 5,5% მიიღო.
12342011 წელს კონსერვატიული პარტია გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. კოალიციამ არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
საქართველოს კონსერვატიული პარტია პარლამენტში წარმოდგენილია 6 დეპუტატით: 2 მაჟორიტარი – ზვიად ძიძიგური (რუსთავი) , რევაზ შავლოხაშვილი (წალკა) და 4 პროპორციული სიით გასული დეპუტატით:გიგა ბუკია, პაატა კვიჟინაძე,მერაბ კაჭახიძე,ბიძინა გუჯაბიძე.
პარტიას პარლამენტში ჰყავს ფრაქცია „ქართული ოცნება კონსერვატორები,, , რომლის თავმჯდომარეა გიგა ბუკია.

🟣გააფერადეთ 25,,გახარია საქართველოსთვის”
18/09/2025

🟣გააფერადეთ 25
,,გახარია საქართველოსთვის”

,,მეგობრებო, ნაცნობებო, სამტრედიელებო,

4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში სამტრედიის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვარ.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი და ამავდროულად — ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი მესამე ოლქში (3, 12, 35 უბნებზე).

ეს ნაბიჯი ჩემთვის შემთხვევითი არ არის.

ცოტა ხნის წინ დავასრულე სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე. ეს არის ჩემი პროფესია, ჩემი ინტერესის სფერო და ჩემი პირადი ვალდებულება ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი ქალაქის წინაშე. მსურს, ამ წლების განმავლობაში დაგროვებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო და ამ გზით ვემსახურო ჩემს ქალაქს.

ამ ნაბიჯით, მსურს შევუერთდე ჩემს თაობას, რომელსაც სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მომავალზე.

მე ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, თაობის, რომელსაც მერწმუნეთ, კარგად ესმის მშვიდობის ფასიც, პატივს სცემს ქართულ კულტურასაც და ტრადიციებსაც.

სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების” პროპაგანდა ხშირად ცდილობს ახალგაზრდების დისკრედიტაციას — ერთი-ორი მავნე საქციელის მაგალითით აყალიბებს სურათს, თითქოს სრულიად ახალგაზრდობა, დესტრუქციულია. მაგრამ ეს არის ტყუილი, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს… ძალაუფლების შენარჩუნება.

ძალიან კარგად მესმის, რომ წინ რთული, ძალიან მძიმე და უთანასწორო საარჩევნო გარემო მელოდება, თუმცა მე არ დავაკლებ მცდელობას, რომ თითოეულ თქვენგანს გაგიზიაროთ ის ხედვები, რასაც მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოდან გავაჟღერებ, და ამავდროულად ვიყო თქვენი სანდო ხმა მუნიციპალურ ორგანოში.”

მოდი არჩევნებზე და გააფერადე 25 ,,გახარია საქართველოსთვის” 💜

🎙️ნიკოლოზი ხაბეიშვილი - პარტია ,,გახარია - საქართველოსთვის”

04/04/2025
‼️დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!🎙️ლევან გოგიჩაიშვილი
03/04/2025

‼️დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!

🎙️ლევან გოგიჩაიშვილი

🟣 ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ "ოცნების" მორიგ ფარსს, მორიგ სიყალბეს, კარიკატურული ე.წ საგამოძიებო კომისიის მონაწილეობით. აღნიშნული კომისია შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლის უხეში დარღვევით. ცინიკურია ფაქტი, რომ "ოცნებამ" კომისიაში შეიყვანა სამი ყოფილი ნაცი, კონკრეტულად: ბატონი ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ვანო მერაბიშვილის რეპრესიული პოლიციის ნაწილი. ალუდა ღუდუშაური, რომელიც იყო ახალაიას კუდის ადვოკატი; თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს დანიშნა ელჩად სომხეთის რესპუბლიკაშია ტრაგიკული ფაქტია, რომ კომისიის თავმჯდომარეა ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც სამარცხვინოდ დამარცხდა სააკაშვილის მოძალადე სისტემის მოსამართლეებთან.

13 წლით დაგვიანებული კომისიის რეალური მიზანია არა ნაცების დანაშაულებზე სამართლიანობის აღდგენაა, არამედ ეს არის გაყალბებული არჩევნების, პოლიტპატიმრებით გავსებული ციხეების, კორუფციის, ძალადობის, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის, სააკაშვილის მოსამართლეების უვადოდ განწესების და ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გადაფარვა. ივანიშვილი ცდილობს ხელახლა გახსნას ძველი იარები და თქვას, რომ მე კი ვარ სასტიკი მოძალადე, მაგრამ წარსულში ჩემზე უარესი მოძალადეებიც არსებობდნენ.

კომისია რომ ფარსია და არ აპირებს სრულად გამოიძიოს წინა ხელისუფლების დანაშაულები, ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარე ვერ ბედავს კითხვები დაუსვას დაზარალებულებს იმ პოლიციელების, პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და ცუდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც გააუბედურეს საქართველოს მოქალაქეები და რომლებიც დღეს ემსახურებიან ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

დიახ, ამ ქვეყანაში ხალხმა უნდა იპოვოს სამართალი, დიახ, ამ ქვეყანაში დაზარალებულებმა უნდა აღიდგინონ საკუთარი უფლებები და დაიბრუნონ საკუთარი ქონებები, დიახ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, რომლებიც დღეს ივანიშვილის რეჟიმს სამსახურში არიან. ჩვენ არ მივცემთ კომისიას შესაძლებლობას, საზოგადოებას უთხრას ნახევარი სიმართლე და ხელი დააფაროს ბიძინას ნაცებს. რისი თქმაც ვერ გაბედა და რის თქმასაც ვერ გაბედავს კომისია, ამ სრულ სიმართლესაც ჩვენ ვეტყვით საზოგადოებას.

🟣ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ბესო ხარძიანის მოსამართლე, რომელმაც უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში არის ლელა ნოზაძე და ის ივანიშვილმა გააწესა უვადო მოსამართლედ.

🟣ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის გააკოტრა არის ლაშა ქოჩიაშვილი და ივანიშვილმა უვადოდ დანიშნა უზენაესს სასამართლოში.

🟣ჩვენ ვეტყვით იმას, რომ ჯემალ ლეონიძის მოსამართლე, რომელმაც ის ციხეში გაუშვა არის მზია ლომთათიძე და ის ბიძინამ დანიშნა უვადო მოსამართლედ. ჩვენ ვეტყვით მოსახლეობას იმ სიმართლეს, რომ ფინანსური პოლიციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე, რომელიც არეკეტებდა ქართველ ბიზნესმენებს, დღეს არის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

‼️დამთავრდა ნახევარი სიმართლის დრო, სრული სიმართლის დრო დადგა!

🗣️ ლევან გოგიჩაიშვილი

02/04/2025

🟣რას ვერ ბედავს წულუკიანი? 🎙️ლევან გოგიჩაიშვილი

08/12/2024

ოცნების რეალური სახე

📸ფოტო აქციიდან:საქართველოსთვის!✊🏻💜
02/12/2024

📸ფოტო აქციიდან:

საქართველოსთვის!✊🏻💜

Address

Samtredia
3900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კონსერვატიული პარტია - სამტრედია /Conservative Party Of Samtredia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share