რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, რომელიც მელიქიშვილისა და ლომოურ...
05/06/2026

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, რომელიც მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია ,,ჯი ვი პი" წყლის და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას დაიწყებს.

დაგეგმილი სამუშაოები მოსახლეობას ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტუხაშვილმა კომპანია ,,ჯი ვი პის" წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.

მელიქიშვილის და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე იწყება - ამ ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა, ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა.

საგზაო სამუშაოებისთვის, სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში 4 819 198 ლარია გათვალისწინებული.
,,ჯი ვი პის" პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელე...
04/06/2026

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში, რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყო გერმანიის ქალაქ ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის (Elly-Heuss-Klapp-Schule) ხელმძღვანელი რომან შპაუკი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე ისაუბრეს და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს" დირექტორი ეკა ნოზაძე.

ნიუმიუნსტერის სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანი სპეციალური საჭიროებების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების და აღმზრდელების გადამზადებაა.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატები სამაჟორიტარო ოლქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.  პროექტე...
04/06/2026

რუსთავის საკრებულოს დეპუტატები სამაჟორიტარო ოლქებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტების ფარგლებში, წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებისა და ფასადების განახლება მიმდინარეობს.

დეპუტატებმა, მერის წარმომადგენლებმა და „რუსთავის კორპუსის“ თანამშრომლებმა, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობის რეკომენდაციები მოისმინეს.

საუბარი შეეხო დაგეგმილ პროექტებს, რომლებიც ადგილზე უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიც...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით, თვალის კლინიკა „ახალი მზერის“ სპეციალისტებმა მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარეს.

საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას რუსთავის საკრებულოს დეპუტატები მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნენ. დღის განმავლობაში, ოფთალმოლოგებმა, 30-ზე მეტი პაციენტი მიიღეს.

მგავსი ფორმატის აქტივობებს მუნიციპალური საბჭო, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეტაპობრივად ახორციელებს.

ახალი მზერა • Akhali Mzera

რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხების მუნიციპალური საბჭო

31/05/2026
1 ივნისიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავშიპროგრამა:17:00 სთკოსტუმირებული მსვლელობა📍კოსტავას გამზირი, პირამიდა -📍მთ...
31/05/2026

1 ივნისი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რუსთავში

პროგრამა:

17:00 სთ
კოსტუმირებული მსვლელობა
📍კოსტავას გამზირი, პირამიდა -📍მთავარი მოედანი

🥁მოსიარულე ორკესტრი
🦒ანიმაციური გმირები
💐🎨ვორქშოპები

17:00 სთ
მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

🎤🩰💃 18:00 სთ
ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი

🎤20:00 სთ
რანინელების კონცერტი

📍რუსთავი, თავისუფლების მოედანი

Address

კოსტავას გამზირი #20
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995341256300

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council:

Share