გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze

გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული

ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ზურა...
04/06/2026

ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ზურაბიშვილსა და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შევხვდი.

შეხვედრაზე რეგიონში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები და პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები განვიხილეთ.

შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძე...
03/06/2026

ბათუმში პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დავესწარი.

მულტისპორტულ შეჯიბრებაში, რომელიც 14-17 წლის ახალგაზრდებს შორის იმართება, გურიის რეგიონი 67 მონაწილით სპორტის 12 სახეობაშია წარმოდგენილი.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გავმართე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პრო...
02/06/2026

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გავმართე.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ.

მერებისგან არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მოვისმინე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტების ეფექტიან განხორციელებასა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროულ გადაწყვეტაზე.

01/06/2026
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - “მამაცობისთვის” დაჯილდოებას ვულოცავ საგანგებო სიტუაციების მართ...
31/05/2026

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - “მამაცობისთვის” დაჯილდოებას ვულოცავ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელბს: ლაშა მუჯირს, რომან დოლიძეს, ვასიკო გიორგაძეს და ვალერიან ტრაპაიძეს.

27/05/2026

ყურბან-ბაირამს ვულოცავ ყველა მუსლიმს, განსაკუთრებით გურიის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მუსლიმ მეგობრებს.

გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას!

Address

Ozurgeti
3509

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გიორგი ღურჯუმელიძე / Giorgi Gurjumelidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share