27/12/2025
🎉 სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ თეკლა ელკანიშვილმა, მონაწილეობა მიიღო, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში “მოსწავლეთა კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში” თემაზე სულხან - საბა ორბელიანის იგავ-არაკები ციფრულ სამყაროში. მან Scratch-ის საშუალებით გააცოცხლა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი “ენით დაკოდილი”.
თეკლამ წარმატებით გაიარა ორი შესარჩევი ეტაპი.
✅I ეტაპზე მოსწავლემ შექმნა scratch-ში ანიმაცია;
✅II ეტაპზე ჩაწერა ვიდეო რგოლი;
ჟიურის გადაწყეტილებით პროექტი მოხვდა ფინალში და მოსწავლე მიწვეულ იქნა ვიზუალური პროგრამირების კონფერენციაზე.
🤖კონფერენციის ბოლოს თეკლას და კომპიუტეეული ტექნოლოგიების მასწავლებელს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.