24/09/2025
📌დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში კენჭისყრის შედეგები ცნობილია.
✅ვალიდური ხმების რაოდენობა არის 2815. საბოლოო შედეგებში აისახა მხოლოდ ის ხმები, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ იყო მიცემული. გაბათილდა არარეგისტრირებული მოქალაქეების მიერ და ასევე წესის დაღვევით მიცემული ხმები.
📍24 პროექტიდან მისაღები ხმების დადგენილი ზღვარი გადალახა შემდეგმა სამმა პროექტმა:
✅ქალაქ დუშეთის ბიბლიოთეკის განახლება და მულტიფუნქციური, ინოვაციური სივრცეების მოწყობა. იდეის ავტორი - დემეტრე ჩხუტიაშვილი ( #1) - 728 ხმა;
✅დაბა ჟინვალის კულტურის სახლის გათბობისა და ელექტროენერგიის სისტემის მოწყობა. იდეის ავტორი - მაია ჩოხელი ( #10) - 560 ხმა;
✅ხორხის ხეობის სოფლების ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა (ბეტონის გზა). იდეის ავტორი - ოთარი ჟიჟიაშვილი ( #23) - 458 ხმა.
ვულოცავთ გამარჯვებული იდეის ავტორებს და პროექტების მხარდამჭერებს❗️
დიდი მადლობა თითოეულ მოქალაქეს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ❗️
➡️ქვემოთ წარმოდგენილია პროექტებისთვის მიცემული ხმების შედეგები.
#დაგეგმეშენიბიუჯეტი #დუშეთისმერია