22/09/2024
⚠️ყურადღება⚠️
⚠️კონკურსი😮😮🙈
🕶თუ ხარ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდა ეს შანსი შენთვისაა. სამწუხაროდ, შენ ვერ აძლევ 2024 წლის არჩევნებზე ხმას, თუმცა ამ არჩევნებზე შენი მომავალი, ახალგაზრდობის მომავალიც წყდება. ამიტომ შენ შეგიძლია მოუწოდო უფროს თაობას არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ.
🎥📹📸📻გამოაგზავნე პირად შეტყობინებაში ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ფორმატით გადაღებული კრეატიული ვიდეო. ვიდეოს ძირითადი თემატიკა, რიტორიკა შეიძლება იყოს, რომ თავად ხმას ვერ ვაძლევ მაგრამ მიდით ვისაც შეგიძლიათ არჩევნებზე და მიეცი ხმა მომავალი თაობისთვის და შენთვის. იყავით კრიატიული, დინამიური და მაქსიმალურად ყურებადები.
📹ვიდეო არ უნდა იყოს 1.5 წუთზე მეტი. ასევე ვიდეოში არ უნდა იკვეთებოდეს რომელიმე პარტიისადმი კუთვნილება ან მოწოდება და იყოს მხოლოდ ნეიტრალური, არჩევნებზე მისვლისკენ მომწოდებელი ხასიათის.
🥇🏅გამარჯვებული ვიდეო გამოქვეყნდება ჩვენს გვერდზე, დასპონსორდება მეტი ნახვებისთვის, ხოლო საუკეთესო ვიდეოს ავტორი მიიღებს 💸200 ლარიან💸 ფულად ჯილდოს. 🙈🙈
⚠️ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი.
❤️❤️❤️გელით ❤️❤️❤️
#არჩევნები2024 #კონკურსი