Visit Khulo

Visit Khulo This is the official Visit Khulo page. Ask questions, get resources and share your Khulo moments by adding

შუამთობა მთა ზორტიყელში 🎉🌄🎶  #მთიანიაჭარა  #ხულო ულამაზესი დეკორაციებით მორთულ სივრცეში გასართობ ღონისძიებებს უამრავი ად...
18/08/2024

შუამთობა მთა ზორტიყელში 🎉🌄🎶 #მთიანიაჭარა #ხულო
ულამაზესი დეკორაციებით მორთულ სივრცეში გასართობ ღონისძიებებს უამრავი ადამიანი დაესწრო 👌🤗

#შუამთობა2024 #ზორტიყელისმთა2024 #ხულო

🌿 აჭარის მთებში, ღრუბლებთან ახლოს მდებარე ხიხანის ციხისკენ მიმავალი რთული და დამღლელი ბილიკით გაყვები ისტორიის ნაკვალევს...
15/08/2024

🌿 აჭარის მთებში, ღრუბლებთან ახლოს მდებარე ხიხანის ციხისკენ მიმავალი რთული და დამღლელი ბილიკით გაყვები ისტორიის ნაკვალევს, ☁️♥️

რომლის ბოლოსაც ციხე და გადაშლილი ხედი ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებს თავს!⛰🍀 #ესუნდანახო

📍 , fortress near the clouds.

თაგო ☘️🍀 თაგოს საბაგირო გზის შემდეგ, ვიწრო ბილიკით მოხვდებით ამ ზღაპრულ სოფელში, სადაც ხის სახლები, მრავალფეროვანი გარემ...
11/08/2024

თაგო ☘️🍀 თაგოს საბაგირო გზის შემდეგ, ვიწრო ბილიკით მოხვდებით ამ ზღაპრულ სოფელში, სადაც ხის სახლები, მრავალფეროვანი გარემო და გულთბილი ხალხი დაგხვდებათ 🏡🌲❤

Magnificent mountain air, old wooden houses, extremely warm people...
🌲 There is a small village in the mountains of that looks like it is straight out of a fairytale.✨
#თაგო #ხულო

📌 აჭარის ყველაზე მაღალმთიანი მხარე, ხულო, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული ადგილია. ძველად მას „ხულა“ რქმევია, რაც...
10/08/2024

📌 აჭარის ყველაზე მაღალმთიანი მხარე, ხულო, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული ადგილია. ძველად მას „ხულა“ რქმევია, რაც სავაჭრო სახლს ნიშნავდა. ეს სახელწოდება ხულომ იმის გამო შეიძინა, რომ ადრე აქ სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა. 710 კვ.კმ-ზე გადაჭიმული ხულოს მუნიციპალიტეტი ბათუმიდან 85 კმ-ის მოშორებითაა და 79 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს.

✅ ხულოს ღირსშესანიშნაობები

ისტორიული ხულო უამრავ საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებს. აქ შეგიძლია მოინახულო: XII საუკუნის სხალთის ულამაზესი მონასტერი, XI საუკუნის ციხისყელი-ვარციხის კომპლექსი, XII საუკუნის ხიხანის ციხე, XI-XIII საუკუნეების უჩხოს ხიდი, ალპური ბოტანიკური ბაღი და სხალთის ხეობაში არსებული შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი.

✅ ხულოს ბუნება

ხულოს ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა - მწვანე ტბა გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, ზღვის დონიდან 2058 მეტრზეა.

შუამთის ტბების ნახვას ზღვის დონიდან 2150 მეტრზე სოფელ შუამთაში შეძლებ, საიდანაც ხიხანის ციხის ხედებიც იშლება. არ გამოგრჩეს ბაკოს ორი - დიდი და პატარა ჩანჩქერი, რომლებიც ხულოს სიმწვანეს ლურჯ ზოლად აჩნდება.

სამცხისა და აჭარის საზღვარზე მდებარე გოდერძის ნამარხი ტყე გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზეა შეფენილი. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევამ ტროპიკული ტყე ფერფლში ჩამარხა და დღეს გაქვავებული სახითაა შემორჩენილი. სითბოს მოყვარე ფოთლოვანი მცენარეები, ტყეში ნაპოვნი პალმები, მაგნოლიები და დაფნები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ ადრე ტროპიკული ჰავა ყოფილა. 365 ჰექტარზე განფენილ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

✅ აჭარული სამზარეულო

არ შეიძლება, ხულოში იმოგზაურო და ადგილობრივი რძის ნაწარმი არ დააგემოვნო - ჩეჩილი ყველი, ყაიმაღი, ბორანო, სინორი და ბევრი სხვა გემრიელობა. მაღალმთიანი აჭარა ასეთ სიამოვნებას ნამდვილად არ მოგაკლებს.

📌 Khulo – Outstanding Nature and Historical & Cultural Monuments . The area of today's Khulo Municipality has been inhabited since the Bronze Age and acquired the name due to its vital role as a trading post. In ancient times, this settlement was called Khula, which meant "trading house". Located 85 kilometres from Batumi, its long history is represented by a number of fascinating historic monuments.

✅ Sights in Khulo

Due to its vital role as a trading post in ages past, Khulo Municipality is the proud home of such monuments as the beautiful 12th-century Skhalta Monastery, the 11th-century Tsikhiskeli-Vartsikhe Complex, the 12th-century Khikhani Fortress, and the 11th-century Uchkho Bridge.

More contemporary sights include the Alpine Botanical Garden and the Sherip Khimshiashvili Museum.

✅ Nature

One of the most visited and fascinating sights in Khulo Municipality is Green Lake, located 2058 meters above sea level and named for its startling colour.

The Shuamta Lakes, with their great view of Khikhani Fortress, are also worth a visit, as are the twin Bako Waterfalls.

An especially unique destination is the Goderdzi Fossil Forest at the southern foot of Goderdzi Pass. What was once a tropical forest was forever preserved when a massive volcanic eruption covered it in ash, making it possible to see the fossilised palms, magnolias, and other trees that once teamed with life. The 365-hectare petrified forest has been granted the status of a natural monument.

✅ Ajarian Cuisine

Of course, no visit to Ajara would be complete without sampling the local cuisine, and the region is especially famous for its dairy products. These include fondue-like borano, baked-in pastry layers with curds - sinori, creamy kaimaghi and many other local delicacies, all enjoyed with the stunning views and warm hospitality that are the region’s trademark.

Address

Khulo
6500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Visit Khulo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share