02/06/2026
📢 პროექტი: „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“
📅 თარიღი: 10–12 ივნისი, 2026 წელი
📍 ადგილი: ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილება ახორციელებს პროექტს „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“.
🎯 პროექტის მიზანია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარება და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება.
🗣️ ტრენინგ-სემინარების თემა „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“
პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგების სერია, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
🔹 რიტორიკის საფუძვლები - ანტიკურიდან თანამედროვეობამდე
🔹 ქართული ორატორული ხელოვნება და მისი მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში
🔹 სხეულის ენა
👩🏫 ტრენინგების კურსს გაუძღვება თინი ხუციშვილი - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლექტორი.
👥 ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? - პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ ხულოს მუნიციპალიტეტში.
🎁 რას მიიღებენ მონაწილეები?
✅ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
✅ ყველაზე აქტიური და წარმატებული მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო-გაცნობით ტურში, რომელიც მოეწყობა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ტურისტულ ლოკაციებზე.
📝 რეგისტრაცია
📌 პროექტში მონაწილეები შეირჩევიან შევსებული სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე.
⏰ განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
08 ივნისი, 2026 წელი, 20:00 საათი
📍 მისამართი:
დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. №9
☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
📞 +995 598 091 685
📞 +995 598 096 668
სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeDy816CMglW5ETGQgmr54G466F-PC7ATykTKpZJZeUSHPbCw/viewform?usp=header
✨ თუ გსურს განივითარო საჯარო გამოსვლის უნარები, მიიღო ახალი გამოცდილება - შემოუერთდი პროექტს „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“