29/04/2015
საჯარო სკოლების, დაწყებით საფეხურის კათედრების საქმიანი შეხვედრები გრძელდება
დაწყებითი კლასების კათედრების პირველი შეხვედრა 10 თებერვალს შედგა, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა :გაცნობა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობა, კვლევებისა და პროექტების ჩატარება/განხორციელება, პრობლემათა განსაზღვრა და გადაჭრის გზების ძიება. პირველივე შეხვედრაზე დაიგეგმა (წლის ბოლოსთვის) სასწავლო კონფერენციის ჩატარება, რომლის მიზანს წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოვლენა.
25 თებერვლისთვის უკვე შესაძლებელი გახდა საკონფერენციო თემის და მიმართულების შერჩევა, თემა შეეხება მოსწავლეთა წიგნიერების კვლევას I-IV კლასებში. შეხვედრაზე შეიქმნა ტესტების შემადგენელი კომპეტენტური კომისია, რომელთა შემადგენლობაში შევიდნენ შემდეგი მასწავლებლები:
1. ლალი ფეტელავა-პირველი მაისის საჯარო სკოლა, კოორდინატორი
2. ბელა ლაგვილავა-პირველი მაისის საჯარო სკოლა , კოორდინატორი
3. ლალი ჩიტაია-ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა
4. ლანა სერგია-საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა
5. ნონა კიკნაველიძე -საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა
6. თამუნა ბერაია- ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლა
7. ნონა ფილიპია-ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა
8. ლია მუმლაძე-შავღელეს საჯარო სკოლა.
კომისიის წევრებმა სხვადასხვა საბავშვო ლიტერატურის გამოყენებით შეადგინეს, როგორც მხატვრული, ასევე საინფორმაციო სახის ტესტები.
მარტის თვისთვის შესაძლებელი გახდა კომისიას , დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის წარედგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, იმსჯელეს ტესტებზე, მისის აგების პრინციპებზე, შეფასების კრიტერიუმებზე, ტესტირებისათვის განსაზღვრულ დროზე. აქვე, დაიგემა ,,დედამიწის დღესთან,, დაკავშირებული კვირეული სკოლებში, კვირეულის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება. კვირეული დაიწყო 20 აპრილს და რესაც გრძელდება.
25 აპრილს შუა ხორგის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის მასწავლებელმა როგნედა ქარდავამ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი, სადაც ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დაწყებითი კათედრის მასწავლებლები, სამოდელო გაკვეთილის თემას წარმოადგენდა ასობგერა ,,თ,,, გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, გაკვეთილის დასრულების შემდგომ, მასწავლებელთა ჯგუფის მიერ, მოხდა გაკვეთილის შეფასება სქემის მიხედვით. მასწავლებლებმა ისაუბრეს შუა ხორგის საჯარო სკოლაში დანერგილ პროექტზე , რომელსაც ახორციელებს განათლების სამინისტრო ჯიპრაიდთან-ერთად .
კომისიის წევრები და კათედრის მასწავლებლები განაგრძობენ ს შეხვედრებს და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ტესტირებებზე წინა სამუშაო შეხვედრას გეგმავენ 14 მაისისთვის.