02/06/2026
#ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე2026
#წიგნისგანხილვა
#მოდისაბავშვობიბლიოთეკაში
✅️ დღეს საბავშო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ელისო გელაშვილთან ერთად.
✅️სადამრიგებლო პროგრამის " წაკითხული წიგნის პერსონაჟი" ფარგლებში მათ განიხილეს წიგნები: ლინდა მალალი ჰანთის "თევზი ხეზე", ანტუან დე სენტ ეგზიუპერის " პატარა უფლისწული" და ასტრიდ ლინდგრენის " ემილის თავგადასავალი" და სამივე წიგნის შესახებ საკუთარი ხელით დამზადებული ბანერებიც წარმოადგინეს.
✅️ სტუმრებმა საბავშვო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ მანანა აღაჯანოვთან ერთად ისაუბრეს წიგნების სიუჟეტისა და მთავარი გმირების შესახებ.
განხილვების შედეგი კი ასეთია: „ემილის თავგადასავალი“ (ასტრიდ ლინდგრენი) მიხედვით ბავშვის სიმამაცე, სიკეთე და წმინდა გული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მცირე დანაშაულები და ოინები, ეგზიუპერის "პატარა უფლისწული“ გვასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რამ მატერიალური არ არის და მისი დანახვა მხოლოდ გულით შეიძლება, ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ არის ემოციური და შთამაგონებელი წიგნი, რომლის მთავარი გმირი- ელი მაგალითია იმის, რომ ინტელექტი მრავალფეროვანია და თითოეული ადამიანი განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული.
✅️საბავშვო ბიბლიოთეკა დიდ მადლობას უხდის ქალბატონ Eliso Gelashvili ელისო გელაშვილს და მის არაჩვეულებრივ, ნიჭიერ მოსწავლეებს სტუმრობისა და თანამშრომლობისათვის.