გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, ქ. გორი სტალინის #16, Gori.

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ის შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მდებარეობს. მისი სახელწოდებაც მასში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე (ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დ

ასახლება. ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XIIსაუკუნის დასაწყისი). დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა და მან უფლისციხის ადგილი დაიკავა. მოსახლეობის გაზრდის მიზნით დავითმა აქ ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი გახდა, მას განაგებდა მეფის მოხელე - ქალაქის მოურავი. გორს საკუთარი ციხის გარდა, ზღუდეც გააჩნდა, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი, ზღუდეს თავის მხრივ თხრილი ჰქონდა შემოვლებული (სიღმე - 4 მეტრი, სიგანე – 5 მეტრი). XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა (აბრეშუმის გზა), მისი დაუფლება კი ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XVII საუკუნის მეორე ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. გიორგი VI-ს მეფობის დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. 1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ხელში იყო. მათ დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წლიდან კი გორს სპარსელები დაეპატრონნენ, ნადირ-შაჰის ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო გორის ციხის ფერდობებზე. გორის ინტენსიური ზრდა იწყება XIX საუკუნის ბოლოდან. დღევანდელი გორი კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო და მიმზიდველი ქალაქია თავისი წარსულითა და აწმყოთი – ისტორიული ნაგებობებით, ეკლესია-მონასტრებით, ძველი თუ ახალი დასახლებებით, მუზეუმებით, ცნობილი მწერლებითა თუ საზოგადო მოღვაწეებით.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ორი კომისიის სხდომა ჩატარდა. 12:00 საათზე - გაიმართა ქონების მართვის, ბუნებრივი რესურ...
04/06/2026

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის სხდომა ჩატარდა.
12:00 საათზე - გაიმართა ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია, რომელსაც მერაბ მელანაშვილი თავმჯდომარეობდა.
15:00 საათზე - ჩატარდა სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა ლია მამულაშვილის თავმჯდომარეობით.
კომისიებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობის გაზრდის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
2. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების სს „სილქნეტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
3. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავება“
ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია.
4. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავება“.
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.

🗓️ 2 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026 წლის სამოქმედო გეგმის ფ...
02/06/2026

🗓️ 2 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ულამაზესი და ფერადი ღონისძიებები გაიმართა შავშვების დევნილთა ჩასახლების და სოფელ საქაშეთის საბავშვო ბაგა-ბაღებში. 👧🏻👦🏻
✨ ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგისა“ და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამით შექმნილმა თოჯინების თეატრის დასმა პატარებს წარუდგინა ულამაზესი სპექტაკლი „ტყის ზღაპარი“ 🎭.

ბავშვთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ეზოებში, ასფალტზე ფერადი და თემატური ილუსტრაციები დახატეს. 🖍️☀️
მუნიციპალური საბჭოს სახელით კი, ყველა პატარას საჩუქრად საინტერესო წიგნები გადაეცა.📚

ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის დიდ მადლობას ვუხდით:
▫️გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს
▫️გორის მუნიციპალიტეტის მერს
▫️ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“
▫️ა(ა)იპ „კეთილმოწყობის სააგენტოს“
▫️ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებს .

02/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო, კლინიკა „ნოვაციოსთან“ თანამშრომლობით, პატარა პაციენტებისთვის სპეციალურ სამედიცინო შეთავაზებას აანონსებს:

აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი პირობები:

◽️პედიატრისა და ოფთალმოლოგის კონსულტაცია: უფასოდ
◽️სხვა პროფილის სპეციალისტთა კონსულტაცია: 50%-იანი ფასდაკლებით
◽️ექოსკოპიური კვლევები: 50%-იანი ფასდაკლებით
◽️ლაბორატორიული კვლევები: 10%-იანი ფასდაკლებით

📅 შეთავაზება ძალაშია მიმდინარე წლის 15 ივნისის ჩათვლით.

ღონისძიებაში მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კლინიკა “ნოვაციოს “

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
📞 ტელეფონი: 555 900 500
📍 მისამართი: ქ. გორი, სუხიშვილის ქ. №18

გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიმ...
01/06/2026

გორის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა სოფელ კარალეთის №2 საბავშვო ბაღსა და ვერხვების დევნილთა ჩასახლების საბავშვო ბაღში.

ღონისძიების ფარგლებში, ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგისა“ და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამით შექმნილმა თოჯინების თეატრის დასმა წარმოადგინა სპექტაკლი „საკურა“. ბავშვთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ეზოებში ასფალტზე თემატური ილუსტრაციები დახატეს. მუნიციპალური საბჭოს სახელით, პატარებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გორის მუნიციპალიტეტის მერს, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობის სააგენტოსა“ და ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებს.

დღეს, 1 ივნისს  სამი კომისიის სხდომა ჩატარდა. 11:00 საათზე - გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა, რომელსაც ასმა...
01/06/2026

დღეს, 1 ივნისს სამი კომისიის სხდომა ჩატარდა.
11:00 საათზე - გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა, რომელსაც ასმათ ტალახაძე თავმჯდომარეობდა.
12:00 საათზე - ჩატარდა სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, მანუჩარ ლაფაჩის თავმჯდომარეობით.
15:00 საათზე - გაიმართა ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა, დავით კუპრაძის თავმჯდომარეობით.
კომისიებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. „ა(ა) იპ მიუსაფარ შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური საააგენტოს 2025 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით საქმიანობის ფინანსური ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
2. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავება“
საფინანსო- საბიუჯეტო კომისია
3. „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
4. „ქ. გორში, ცაბაძის ქუჩის მონაკვეთზე (ხერხეულიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე) ცალმხრივი მოძრაობის მოწყობის და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
5. „გორში, თამარ მეფის ქ. N76-ში, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
6. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყველაანთუბანში, „არყიანი შალე რეზორტ და სპას“ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
7. „ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს 2025 წლის ივნისიდან მიმდინარე პერიოდამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
8. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავება“
სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია
9. „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
10. „გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
11. „ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2026 წლის იანვრიდან განვლლილი პერიოდის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;
12. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულის ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის მე-3 კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავება“
ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისია

Address

ქ. გორი სტალინის #16
Gori
1400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share