გადავარჩინოთ ხადის ხეობა / Save the Khada Valley

  • Home
  • Georgia
  • Dusheti
  • გადავარჩინოთ ხადის ხეობა / Save the Khada Valley

გადავარჩინოთ ხადის ხეობა / Save the Khada Valley #დაიცავიხადა!

12/12/2021
12/04/2021
17/01/2021

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, ხადის ხეობა, სადაც ქვეშეთი-კობ....

27/11/2020

„ლარსი ჰესთან დაკავშირებით, მერაბ გაფრინდაშვილისთვის კი არა, მოხევესთვის რომ გეკითხათ, ის გეტყოდათ, რომ იქ ჰესის...

11/07/2020

#გადავარჩინოთხადა უნიკალური (255 signatures on petition)

ხადის ხეობა, სოფ. ბენიანი.
03/07/2020

ხადის ხეობა, სოფ. ბენიანი.

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის კვლევების სანდოობისა და ხარისხის კიდევ ერთი "დამადასტურებელი" ფაქტი.საავტომობილო გზების დეპარტ...
29/06/2020

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის კვლევების სანდოობისა და ხარისხის კიდევ ერთი "დამადასტურებელი" ფაქტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი-ს წარმომადგენლები აცხადებენ რომ ICOMOS საქართველო იყო ჩართული კვლევებში, რაზეც საბჭოს ქართული მხარე მტკიცე უარს აცხადებს და გვაფრთხილებს პროექტის ფარგლებში გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების შესახებ.

ICOMOS - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო

ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება
(ICOMOS საქართველო)

2020 წლის 27 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - რეალური სივრცე, რომელიც მიეძღვნა ხადის ხეობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის კონტექსტში, გაჟღერდა, რომ გზის პროექტის „გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ავტორის მიერ ნახსენები იქნა“, ორგანიზაცია „ICOMOS“-ის ჩართულობა წინასაპროექტო კვლევებში.

ICOMOS საქართველო აცხადებს, რომ ორგანიზაციებს ICOMOS და ICOMOS საქართველოს, არც ერთ ეტაპზე არ მიუღიათ მონაწილეობა საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტირების რომელიმე კვლევის მომზადებაში, ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ICOMOS-ის სახელის და ლოგოს გამოყენება (კვლევებსა და სხვა დოკუმენტებში) დაუშვებელია საერთაშორისო ICOMOS-ის საბჭოს სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც განსაზღვრულია ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტით.

მოვუწოდებთ, ზემოთაღნიშნული პროექტის დონორ ორგანიზაციებს, დამკვეთს, პროექტის შემსრულებლებს, ექსპერტებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

რაც შეეხება ICOMOS საქართველოს პოზიციას ხადის ხეობის გარშემო შექმნილ ვითარებასათან დაკავშირებით, 2019 წლის სექტემბერში ICOMOS საქართველომ მოამზადა სპეციალური ანგარიში იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა უქმნის ხადის კულტურულ ლანდშაფტს და წარუდგინა ICOMOS-ს მისი საერთაშორისო ანგარიშისთვის „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ (H@R Report). ანგარიში 2020 წელს გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

ICOMOS საქართველო
რეალური სივრცე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მწვანე ალტერნატივა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
ჩუბინაშვილის ცენტრი/Chubinashvili Centre
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia

29/06/2020

ქალბატონი მანანა სურამელაშვილი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი სახლისა და ხეობის ისტორიულ, კულტურულ და ეროვნულ მნიშვნელობას.

#დაიცავიხადა

❄ ხადა დღეს  #დაიცავიხადა ✊
02/04/2020

❄ ხადა დღეს

#დაიცავიხადა ✊

30/03/2020

Address

Dusheti
563076

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გადავარჩინოთ ხადის ხეობა / Save the Khada Valley posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share