28/04/2026
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ფორმატში მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შემავალი ა(ა)იპ -ის სამი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ა(ა)იპ-ები :
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავებისა, კეთილმოწყობის და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის გაერთიანება“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო გაერთიანება“,
ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეცხოველეობოს განვითარების ცენტრი“,
შ.პ.ს ,, ჩხორწყალისა და ქიმბაქტის გაერთიანება“,
შ.პ. ს ,,ჩხოროწყუ სამეგრელო“.
შეხვედრას უძღვებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამვჯდომარე ჯანო პერტაია.
საანგარიშო მოსმენას ბიუროს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა ჯიქია, მოადგილე თემო სახურია, მერის პირველი მოადგილე ლაშა ჟვანია და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.