„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ბოლნისის ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ კოალიციაში მიმდინარე მნიშვნელობანი მოვლენები ასევე, ამ გვერდზე ატვირთული ფოტოკოლაჟითა და ვიდეო რგოლებით ყველაზე ოპერატიულად ნახოთ რეგიონის მოვლენები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულს
წარმოადგენს, რომელიც რეგიონის ცენტრალ ნაწილშია განთავსებული.
მას
აღმოსავლეთით მარნეულის, დასავლეთით - დმანისის, ჩრდილოეთით - თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტები საზღვრავს, სამხრეთით კი სომხეთის რესპუბლიკა ესაზღვრება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფართობია 80 692 ჰა, საიდანაც ძირითადი ნაწილი
ვაკეებითაა წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთი კიდე - გორაკ-ბორცვიან მთისწინეთით.
ვაკე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა,
ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით; ხოლო მთისწინეთში
განვითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი
ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბოლნისში 120C შეადგენს. წლის ყველაზე
ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,3°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის,
აგვისტოსი - 23,3°C. ნალექების რაოდენობა წელიწადში შეადგენს 572 მილიმეტრს,
ნალექების მაქსიმუმი მაისში ფიქსიდება (86 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდი მდინარეებია ხრამი და მაშავერა.