ჩვეულებრივის მიღმა - Beyond the Ordinary

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ჩვეულებრივის მიღმა - Beyond the Ordinary

ჩვეულებრივის მიღმა - Beyond the Ordinary 📽 აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქტი.

07/06/2026

❗ #დავითხახუტაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობაში ქალაქებისა და საქალაქო ცივილიზაციის გენეზისის (წარმოშობისა და განვითარების) კვლევას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.

მეტალურგიის პარალელურად, ის ღრმად სწავლობდა, თუ როგორ იბადებოდა ანტიკური ტიპის ქალაქური ცხოვრება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #დავითხახუტაიშვილი #არქეოლოგია #კოლხეთი #აჭარა

06/06/2026

🔎 #ხახუტაიშვილის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა რეალური, მატერიალური დასტური მისცა იმას, რაზეც ძველი ბერძენი ავტორები — ჰომეროსი, აპოლონიოს როდოსელი თუ ქსენოფონტე წერდნენ.

ბერძნები ხომ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრებ ტომებს — ხალიბებს — რკინის გამოდნობისა და ფოლადის დამუშავების გამომგონებლებად მიიჩნევდნენ. სიტყვა „ხალიბი“ ძველ ბერძნულში ფოლადსაც კი ნიშნავდა.

ხახუტაიშვილამდე ეს ბევრს მხოლოდ მითოლოგია და ლეგენდა ეგონა. მან კი, მიწაში ნაპოვნი ქურებითა და ათასობით ტონა რკინის წიდით დაამტკიცა: ბერძნები არ ტყუოდნენ — კოლხეთი, მართლაც მეტალურგიის უძველესი მსოფლიო აკვანი იყო.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #დავითხახუტაიშვილი #არქეოლოფია #რკინისსამეფო #კოლხეთი #ხალიბი

05/06/2026

#დავითხახუტაიშვილი — აჭარის არქეოლოგიური შესწავლის ერთ-ერთი მთავარი პიონერი იყო.

მისი წინამძღოლობითა და უშუალო მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური გათხრები ფიჭვნარში, გონიო-აფსაროსის ციხეში, ქობულეთსა და სხვა საკვანძო ძეგლებზე.

მან ფუნდამენტური წვლილი შეიტანა იმაში, რომ მსოფლიოს დაენახა ამ რეგიონის უძველესი კავშირები ანტიკურ სამყაროსთან — კერძოდ, საბერძნეთსა და რომთან.🌿🏛️

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #დავითხახუტაიშვილი #არქეოლოგია #აჭარა #ქობულეთი #გონიოაფსაროსი

29/05/2026

❗ჰაიდარ აბაშიძე (1893–1966) — აჭარის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ფიგურაა. ის იყო საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი და ნამდვილი ეროვნული რაინდი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ის იყო კაცი, რომელმაც პირადი კეთილდღეობა, თავისი დიდებული თავადური წარმომავლობა და უსაფრთხოება სრულად შესწირა იდეას. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მუსლიმურ ელიტაში ბევრი ოსმალეთისკენ იხრებოდა, ჰაიდარმა აირჩია ყველაზე რთული — ქართული გზა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამ იდეის ერთგული დარჩა.

📍მისი მოღვაწეობა ემთხვევა უმძიმეს პერიოდს (პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის იმპერიის ნგრევა), როცა ოსმალეთი ყველანაირად ცდილობდა აჭარის (ბათუმის ოლქის) ანექსიას.

ბათუმში დაბადებულმა და ოსმალეთში განათლებამიღებულმა ახალგაზრდამ, კარგად იცოდა როგორც ქართული, ისე აღმოსავლური კულტურა და პოლიტიკური კონიუნქტურა.

ამიტომ ის იყო ადამიანი-ხიდი, რომელმაც რელიგიურად დაშორიშორებული ძმები ეროვნული იდენტობის გარშემო გააერთიანა. ის რომ არა, ოსმალეთის მძლავრი პროპაგანდა და იარაღი შესაძლოა წარმატებული აღმოჩენილიყო. მან აჭარას დაუბრუნა ქართული სული, ხოლო საქართველოს — მისი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კუთხე.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #დედასამშობლოსთანდაბრუნება #ქართულიგზა #საქართველო #ჭიათურა

28/05/2026

🔊ჩართეთ ხმა და მოუსმინეთ ცოცხალ ისტორიას.
❗ხმა 1963 წლის რადიოარქივიდან — როგორ ჟღერს კაცი, რომელმაც აჭარა თურქეთის შემადგენლობაში მოხვედრას გადაარჩინა?

მოუსმინეთ ამ უნიკალურ აუდიოჩანაწერს, სადაც დიდი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ოსმალების მიერ აჩეხილ ვენახებზე, დანგრეულ ტაძრებზე და იმ დიდ გამარჯვებაზე საუბრობს, რომელსაც მტერმა ხელი ვერ შეუშალა.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #დედასამშობლოსთანდაბრუნება #საქართველოსრადიოარქივი

27/05/2026

🧔 ჰაიდარ აბაშიძის ფუნდამენტი, აჭარის დედასამშობლოსთან დასაბრუნებლად, იმდენად მონოლითური და მასშტაბური იყო, რომ მან ერთდროულად მოიცვა იდეოლოგიური, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ფრონტი.

❗ეს არ ყოფილა უბრალო აქტივიზმი — ეს იყო აჭარის ქართული იდენტობის უმძლავრესი ინტელექტუალური და მატერიალური ბაზისი, რომელმაც ოსმალეთის პროპაგანდა გაანადგურა და აჭარის მხარეს ისტორიული კურსი შეუნარჩუნა.

📍რესპონდენტი : ამირან კახიძე -პროფესორი (1935-2023)

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #დედასამშობლოსთანდაბრუნება

26/05/2026

🧔 #ჰაიდარაბაშიძე არ ყოფილა პროცესების უბრალო მაყურებელი. ის გახდა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი.

❗სწორედ ამ კომიტეტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებულიყო. მან უდიდესი დარტყმა მიაყენა ოსმალეთის იმპერიის გეგმებს, რის გამოც თურქი აგენტებისთვის ის ნომერ პირველ სამიზნედ და „მტრად“ იქცა.

📍მსახიობი - ფილიპე ხალვაში

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #დედასამშობლოსთანდაბრუნება

25/05/2026

📰 1913 წელი. ბათუმი. 20 წლის ახალგაზრდა მასწავლებელი, ჰაიდარ აბაშიძე, გაზეთ „ბათუმში“ აქვეყნებს თავის ყველაზე ხმაურიან პუბლიცისტურ წერილს — „ხმა ქრისტიან მოძმეებს“.

📨 წერილის შინაარსმა ისე დააფრთხო იმდროინდელი საიმპერატორო პოლიცია, რომ გაზეთი სასწრაფოდ დახურეს, თავად ჰაიდარს კი პედაგოგიური საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალეს.

სისტემას შეეშინდა, რადგან ამ 20 წლის ბიჭმა საზღვრების მსხვრევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ეს სასიკვდილოდ სახიფათო იყო.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #დედასამშობლოსთანდაბრუნება #ხმაქრისტიანმოძმეებს #გაზეთიბათუმი #აკრძალულისაქმიანობა

24/05/2026

❗ბევრმა არ იცის, რომ #ჰაიდარაბაშიძემ თავისი კარიერა არა პოლიტიკით, არამედ ყველაზე ჰუმანური პროფესიით — მასწავლებლობით დაიწყო. სწორედ განათლება მიაჩნდა მას აჭარის გადარჩენის მთავარ იარაღად.

🏢 📚 წლების შემდეგ, როდესაც ის უკვე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა გახდა, თავისი იდეალებისთვის არ უღალატია. აჭარაში, სოფელ ყოროლისთავში, მან საკუთარი დედისეული მიწა სრულიად უსასყიდლოდ დათმო, რათა იქ ქართული სკოლა აშენებულიყო. კაცი, რომელიც მოგვიანებით ჭიათურის შახტებში უბრალო მოლარის ასისტენტად მუშაობდა და თურქი აგენტების დევნას უძლებდა, თავად იყო უდიდესი მასშტაბის მშენებელი — მან საკუთარი მიწა მომავალ თაობებს აჩუქა.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #დედასამშობლოსთანდაბრუნება

23/05/2026

🚠 ჭიათურაში გადასული ჰაიდარ აბაშიძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გადარჩენისათვის მან ყოველგვარ ამბიციაზე თქვა უარი.

კაცი რომელიც აჭარის უმაღლეს, არისტოკრატიულ საზოგადოებას ეკუთვნოდა, იყო დამფუძნებელი კრების წევრი, პოლიტიკური ლიდერი და პუბლიცისტი, ჭიათურაში ჩასვლის შემდეგ ჯერ მოლარედ, შემდეგ კი საერთოდ ბუღალტერის ასისტენტად (თანაშემწედ) იწყებს მუშაობას.

#ჩვეულებრივისმიღმა #მარიააჭარელი #რჩეულიფრაგმენტები #ჰაიდარაბაშიძე #სამუსლიმანოსაქართველო #აჭარა #ჭიათურა #დედასამშობლოსთანდაბრუნება

Address

Batumi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩვეულებრივის მიღმა - Beyond the Ordinary posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share