აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

პოლონეთის ქალაქ გდანსკში, პულში საერთაშორისო ტურნირი „ბალტიის თასი“ გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტი...
05/06/2026

პოლონეთის ქალაქ გდანსკში, პულში საერთაშორისო ტურნირი „ბალტიის თასი“ გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 🥇 აჭარის ნაკრების წევრმა ლევან კიკალიშვილმა.

🏆 ეს შედეგი ბილიარდის პულის სახეობაში, საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი სპორტსმენის მიერ მოპოვებული პირველი ოქროა.

თბილისმა სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 16 ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 600-მდე ...
05/06/2026

თბილისმა სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 16 ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა.

🥇 თამარ ცინცაბაძე

🥇 ანდრია ონიანი

🥇 მარიამ მალანია

🥇 ქეთი ხარაძე

🥈 ანდრია კუპრეიშვილი

🥉 დემეტრე ცინცაძე

🥉 ლუკა ახვლედიანი

🥉 ანდრია არჯევნიშვილი

🥉 ანა მხეიძე

🥉 გიგი ბაკურიძე

ვულოცავთ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ამ წარმატებას.

🔹აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და ა...
04/06/2026

🔹აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასლან ბალაძე, ბათუმში მიმდინარე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებს დაესწრნენ. შეხვედრისას მათ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

🔹ბათუმი საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურად იმართება. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდული სპორტის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონებს შორის სპორტული კავშირების გაძლიერება.

🔹ფესტივალში ქვეყნის 12 რეგიონიდან 1200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობს.

🔹ველოსპორტში აჭარის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად ველომრბოლელები სომხეთის რესპუბლ...
03/06/2026

🔹ველოსპორტში აჭარის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად ველომრბოლელები სომხეთის რესპუბლიკიდანაც მონაწილეობდნენ.

🔹ტურნირი ოთხი დღის განმავლობაში მინდინარეობდა და გამარჯვებულები, როგორც ცალკეულ, ასევე ოთხივე ეტაპზე დაგროვილი ქულებით გამოვლინდნენ.

იუნიორები
ჩემპიონი გახდა აჭარის ნაკრების წევრი 🥇 გიორგი ბაბილოძე.

ელიტა
ვიცე-ჩემპიონი გახდა აჭარის ნაკრების წევრი 🥈 გიორგი გობაძე.

🔹ჩემპიონატი აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ველოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.გახსნის ცერემონიას აჭარ...
03/06/2026

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სხვა ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ.

2-6 ივნისს ბათუმი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც ქვეყნის 12 რეგიონიდან 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

გახსნის ცერემონია საქართველოს 12 რეგიონის დელეგაციების აღლუმით დაიწყო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. ღონისძიებაზე ტრადიციული ოლიმპიური ფიცი, ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების სახელით, აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა, ტაეკვონდოისტმა ვიოლა ცეცხლაძემ დადო. ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო.

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე საქ...
02/06/2026

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე, აჭარის რეგიონის ნაკრები გუნდების სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობასა და მის როლზე სპორტის განვითარებაში. მხარეებმა წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა სპორტსმენებსა და სპორტული ფორმები გადასცეს მათ.

ბათუმი 2-6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 12 რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი. სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, ხოლო ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცემა იმ რეგიონს, რომელიც ქულათა ჯამური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს.

ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 2 ივნისს გაიმართება.

🕘 21:00
📍აჭარაბეთ არენა, ლადო გუდიაშვილის N12
🔹 დასწრება თავისუფალია

01/06/2026
ხორვატიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და 8...
31/05/2026

ხორვატიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და 87 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აჭარის ნაკრების წევრმა ლუკა კოჩალიძემ 🥇

ვულოცავთ სპორტსმენსა და მწვრთნელს ამ წარმატებას.

ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის II სერიაში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა მამუკა კორძაიამ და +90 კგ წო...
31/05/2026

ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის II სერიაში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა მამუკა კორძაიამ და +90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 🥇

🔹ჩემპიონატი ჯამში ხუთ სერიას მოიცავს, ხოლო ფინალურ სერიაში გამარჯვებული, ხუთივე ეტაპზე დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება.

🔹მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპს 20-21 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს.

🥋 ბათუმმა კონტაქტურ კარატეში აჭარის თასს უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 17 წლამდე ასაკის 120-მდე სპო...
31/05/2026

🥋 ბათუმმა კონტაქტურ კარატეში აჭარის თასს უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 17 წლამდე ასაკის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის აჭარის ნაკრების წევრებიც, რომლებმაც აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.

Address

ბათუმი, ლადო გუდიაშვილის N4
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422225899

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი:

Share