ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Adigeni
  • ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, Government Organization, ადიგენის მუნიციპალიტეტი, Adigeni.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილესთან  სოსო რეხვიაშვილთან ერთად  ააიპ კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბ...
05/06/2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილესთან სოსო რეხვიაშვილთან ერთად ააიპ კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლი „ზარზმას“ ღონისძიებას დაესწრო.

კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტზე, ანსამბლი სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროგრამით წარსდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანსამბლს არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამჯერად, „ზარზმა“ ბულგარეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსზეა მიწვეული, სადაც სხვადასხვა ცეკვით წარდგება მაყურებლის წინაშე.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ანსამბლის წევრებსა და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს, სამომავლოდ წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიის კულტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა კაპანაძე დაბა ადიგენის ...
04/06/2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინა კაპანაძე დაბა ადიგენის სამუსიკო სკოლაში გამართულ სასწავლო წლის შემაჯამებელ კონცერტს დაესწრნენ.

სოსო რეხვიაშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ასევე აღინიშნა მათი წარმატებული გამოსვლა ფოლკლორულ ფესტივალ „რაბათი 2026“-ში, სადაც აქტიური მონაწილეობისთვის ახალგაზრდებსა დიპლომები გადაეცათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი თამარ მირიანაშვილი, სკოლის პედაგოგები და მშობლები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელში რწყვის სეზონთან დაკავშირებით სარწყავი არხებისა და სათავე ნაგებობების გაწმენ...
03/06/2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელში რწყვის სეზონთან დაკავშირებით სარწყავი არხებისა და სათავე ნაგებობების გაწმენდისა და მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის სპეციალური ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით იწმინდება და წესრიგდება სარწყავი არხები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეწყობა სათავე ნაგებობები.

სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში საჭიროებისამებრ ეტაპობრივად განხორციელდება და სოფლის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას შეუფერხებლად შეძლებენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე, თანამშრომლებთან ერთა...
03/06/2026

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე, თანამშრომლებთან ერთად, სოფელ არალში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ღირებულება 110 777 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების, მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.

🎊ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა ადიგენში გამართულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა...
01/06/2026

🎊ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაბა ადიგენში გამართულ ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

გოჩა ქიმაძემ პატარებს ბავშთვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნონოობა მიულოცა ჯანმრთელობა, ბედნიერი მომავალი და ლაღი ბავშვობა უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში, მთელი დღის განმავლობაში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები მოეწყო.პარკში მყოფ ბავშვებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად ნაყინები და ფერადი ბუშტები დაურიგდათ, ხოლო საბავშვო ატრაქციონებით მთელი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლეს. ასევე, მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები და სახეზე ხატვის კუთხე, პატარების მხიარულ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

🎉1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ადიგენში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება📍ღონისძიების ადგილი - დაბა ადიგე...
01/06/2026

🎉1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ადიგენში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება

📍ღონისძიების ადგილი - დაბა ადიგენი, ცენტრალური პარკი

📌დაწყების დრო - 12:00 საათი

🛝უფასო ატრაქციონები ბავშვებისათვის;

🎭ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები;

🎨მოეწყობა სახეზე ხატვის კუთხე;

🍭🍦🎈დაურიგდებათ ბამბის ნაყინი, ტკბილეული და ბუშტები;

🎊ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

მობრძანდით დაბა ადიგენში და ერთად აღვნიშნოთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!

01/06/2026

Address

ადიგენის მუნიციპალიტეტი
Adigeni
0300

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია:

Share