25/05/2026
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე ზაზა მღებრიშვილი,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, ადიგენში ქვაბიჯვრობის სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ.
დღესასწაულის ფარგლებში, ათონის მთაზე დაწერილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, სოფელ მოხეში არსებული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან, ქვაბიჯვრის მონასტერში საზეიმოდ გადააბრძანეს.
ქვაბიჯვარში, დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფემ ასევე აკურთხა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღეიდან ქვაბიჯვრის მონასტერში იქნება დაბრძანებული.
ქვაბიჯვრობის სახალხო დღესასწაულს მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.